პარასკევი, იანვარი 30, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით წარმატებული კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით.

„ვულოცავ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, – განაცხადა რექტორმა.

პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს.

„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის. ბედნიერი ვარ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს – მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს. მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანიტა ჰიპერი – გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე

საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.ჰიპერის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი “ქართული ოცნების” „მზარდ და მიმდინარე რეპრესიებს“.“სამწუხაროდ, რასაც თქვენ ახსენებთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიულ რეჟიმისკენ. დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას მოითხოვს.აქამდე, რაც გავაკეთეთ, არის მუდმივი რეაგირება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე, შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება.ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმით” გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება და 2025 წელს მეტი დახმარება არ იქნა დაგეგმილი.ეს ზოგიერთი მაგალითია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეების მხრივ, საბჭომ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, ვისაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ, საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”, - განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, ეს არის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა და ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი

მაგალითად, სტუდენტი თუ იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ, ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.კობახიძის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობილია, როდის დაბრუნდება მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა  გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული  მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან  10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.

თეთრი სახლი – კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება ტარიფების სახით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას განაგრძობენ.„კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნებმა ამ რეჟიმის მხარდაჭერა სასიცოცხლო ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფით მოახდინონ. ამიერიდან, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება შეერთებულ შტატებში შეტანილ საქონელზე ტარიფების სახით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა მალე დაინგრევა“ და აღნიშნა, რომ ვენესუელა, რომელიც ოდესღაც კუნძულის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, კუბას აღარ უგზავნის არც ნავთობს და არც ფულს.Financial Times-ის ცნობით, კუბას დაახლოებით 15-20 დღის ნავთობის მარაგი აქვს დარჩენილი მიმდინარე მოხმარებისა და შიდა წარმოების დონის გათვალისწინებით.

შალვა პაპუაშვილი – ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც, აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის მაისი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს.„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, გასულ წელს შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა პაველ ჰერჩინსკის, რომელშიც წერდა, რომ „ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას“.

ბოლო სიახლეები