კვირა, დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის წევრები: იუოზას ბაუბლისი, იონას გუდაუსკასი, ვიგილიუს იუკნა, კესტუტის მაჟეიკა, კომიტეტის ოფისის ხელმძღვანელი აუგუსტე მატულევიჩიენე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ფორმატს ითვალისწინებს.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს პატრონაჟით, 14 წელია ნაყოფიერად ფუნქციონირებს და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს „პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. რექტორის განცხადებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრში 400-მდე სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და მეგობარი ქვეყნის ისტორიას ეზიარა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს და კომიტეტის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების შესახებ ესაუბრა.

„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც არსებობის 11 წელს ითვლის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, ტრადიციულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ასევე, ახალ, ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად. სწავლების სამივე საფეხურზე ხორციელდება 24 საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის ინგლისურენოვანი. გვაქვს ვეტერინარიის ახლადაკრედიტებული პროგრამაც. ფაკულტეტი, თავისი შესაძლებლობებით, მთლიანად ფარავს აგრარულ დარგს და ახალგაზრდებს ცოდნის დაუფლებისა თუ კვლევების განხორციელების მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. ფაკულტეტზე ეფექტურად მუშაობს ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამები საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ-1-თან პარტნიორობით – რძის მრეწველობის წარმოების მენეჯმენტში და მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით – მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით. გარდა ამისა, 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრია. კონსორციუმში ერთიანდებიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ჩვენს მაგისტრანტებს, რომლებიც ამ პროგრამაზე სწავლობენ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი წლის ვადით გაემგზავრონ კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიიღონ ევროპული განათლება, მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი და მოიპოვონ ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წამყვანი ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი. ამასთან ერთად, ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში, წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტზე მოქმედებს 32 ერთეული სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორია. მათ შორისაა მცენარეთა გენეტიკის, ფიზიოლოგიის და ბიოლოგიის, ორგანული, კოლოიდური, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის, მიკრო და მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სურსათის, ნიადაგისა და წყლის, ჰიდრავლიკისა და აგროინჟინერიის, ასევე, მეცხოველეობის ლაბორატორიები. სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სარგებლობენ, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით, აპარატურითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, აგრარულ სექტორში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებებით კოლაბორაცია გავააქტიუროთ ლიეტუვის რესპუბლიკის შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და ბიზნესსექტორთან, გავაფართოოთ სპეციალისტთა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევართა, სტუდენტთა გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია მონაწილეობა მიიღოს აგრარული დარგის განვითარებაში, შემატოს მას პროფესიონალი ახალგაზრდა კადრები და თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღმავლობაში“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაციას ფაკულტეტის სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, 100-წლოვანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მომავალი წარმატებების საწინდარია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად, რექტორის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, როგორც აგრარულ დარგში, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ორგანიზაციებს, ორი ქვეყნის მკვლევრებსა და სტუდენტებს შორის“.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თანხლებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური, ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ პრეზიდენტის სასახლე...

რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება. „გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.  

გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ქალების ხორუმი! შიგ ევროპული ნოუ ხაუ! შემდეგი აქცია - მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით! შავი გედების ხორუმი უკუსვლით ბალეტიდან „გედბის ტბა“! სოლისტები- მადამ სალომე, ლяკა, სალომე სამადაშვილი, ზურა-გირჩი, კიკუ და ალეკო ელისაშვილი! შენ დაუკა!“ - წერს ხაინდრავა.

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

ბოლო სიახლეები