პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „პოეზიის თეატრმა“ პირველი წარმოდგენა გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაფუძნებულმა „პოეზიის თეატრმა“,
საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სცენაზე, სტუდენტების მონაწილეობით, პირველი
წარმოდგენა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „პოეზიის თეატრი“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ბაზაზე
დაფუძნდა. ახალი თეატრის ფორმირება სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა
და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის, სტუ-ის საინჟინრო
ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის,
პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილისა და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო
ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ნუგზარ ბუცხრიკიძის უშუალო ჩართულობით მოხდა.
პირველ წარმოდგენას სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ფაკულტეტების
დეკანები, სტუდენტები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები და
თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის „პოეზიის თეატრის“ სტუდენტმა მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი და
უცხოელი პოეტების ლექსები კლასიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიული ჩანართების თანხლებით
წარუდგინეს. სპექტაკლის რეჟისურა, ინსცენირება და სცენოგრაფია საუნივერსიტეტო თეატრ-
სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, რექტორმა, დავით გურგენიძემ ახლადდარსებული „პოეზიის
თეატრის“ დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი წარმოდგენის გამართვა მიულოცა და
სტუდენტებს სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა
აღნიშნა, მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულმა წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი ინტერესი
და მოწონება დაიმსახურა.
„ეს შესანიშნავი წარმოდგენა დაასრულა დიდი ილიას გენიალურმა ლექსმა – ჩემო კარგო ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია!.. მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს მათ ჩვენი
ქვეყნის აწმყოც სწყალობთ და მომავალიც მათია!.. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა და სახალხო
თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს
საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი დასის – „პოეზიის თეატრის“ დაარსებას. სასიხარულოა, რომ
პირველი წარმოდგენის მხატვრულმა გადაწყვეტამ და გემოვნებით წარმოდგენილმა სანახაობამ
მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „პოეზიის თეატრის“ დაფუძნების იდეა გასული წლის
14 აპრილს დაიბადა, როცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენის დღე
მასშტაბური ღონისძიებით აღვნიშნეთ. სწორედ ამ დღეს „მოდინახემ“ ნიკო მუსხელისშვილის
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია – „ო, ენავ ჩემო“
წარმოადგინა. ღონისძიებაში, ჩვენი თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობდნენ ცნობილი
კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე. დარწმუნებული ვართ, „პოეზიის
თეატრი“ კიდევ არაერთ წარმოდგენას გამართავს და ახალგაზრდა თაობებში ქართული და
მსოფლიო პოეზიის შედევრებს აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ
საუნივერსიტეტო თეატრსა და მისი დასის წევრებს. საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი 79-წლიანი ტრადიციის მქონე სახალხო თეატრ-
სტუდია სრული დატვირთვით მუშაობს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ,
ქმედითი მხარდაჭერისა და სარეპეტიციო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებისთვის, რექტორსა და
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მოდინახე“ და „პოეზიის
თეატრი“ მაყურებელს, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს.
სტუ-ის ინფორმაციით, „პოეზიის თეატრის“ პირველ წარმოდგენაზე, რეჟისორთან და მსახიობებთან
ერთად, მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები:
რეჟისორის ასისტენტები – ჯეკო დათუაშვილი და გოგა ბებია, წამყვანი – ირაკლი ურუშაძე,
განათების ინჟინერი – გიორგი თათულაშვილი, ხმის რეჟისორი – გიორგი კუტალია, ქორეოგრაფები –
ცისანა კობახიძე და გიორგი ჭანტურია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
31.01.2024

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები