სამშაბათი, ივნისი 9, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციის უფროსი ლაშა მაჭავარიანი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერია აქტიურად დაუჭერს მხარს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის მიზანიც სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერით თბილისის მერია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თბილისის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თბილისის მერიას აქვს სპეციალური სტაჟირების პროგრამა, ისევე როგორც, სტიპენდიების პროგრამა, რომელშიც უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტია ჩართული. უნივერსიტეტსა და მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, კიდევ მეტად გაამყარებს და გააფართოებს თანამშრომლობას. სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ერთობლივი პროგრამების განხორციელება. უნივერსიტეტი და თბილისის მერია ერთობლივ ღონისძიებებს და პროექტებს დაგეგმავენ სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამების თუ სასწავლო კურსების შემუშავება-განხორციელების მიმართულებით. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მემორანდუმის ფარგლებში გეგმების გამხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თბილისის მერია მზად არის სტუდენტთათვის სტაჟირების პროგრამის განსახორციელებლად, ასევე, საგანმანათლებლო სფეროში, ახალგაზრდებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშესაწყობად. გულედანის თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო ბაზა, კვლევითი ლაბორატორიები, ტრენინგ-ცენტრები, რაც სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გარანტიაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი ევროკავშირის სახელით სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს – მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, „ეს არჩევნები აჩვენებს სომხეთის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, მშვიდობისა და რეგიონში გაძლიერებული თანამშრომლობის, ასევე ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების მიმართ“.„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო, არჩევნები ინკლუზიურად წარიმართა, მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივებით და მყარი სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე კარგად იყო ორგანიზებული“, - წერს კალასი.მისი თქმით, „საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე წარიმართა“.„მიუხედავად ამისა, ეს არჩევნები ასახავს სომხეთის დემოკრატიულ მდგრადობასა და რეფორმების გზაზე პროგრესს. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომეხი ხალხის ერთგულებას ევროპული ღირებულებების და სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის მიმართ. ევროკავშირი მხედველობაში იღებს სომხეთის საარჩევნო ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ აშკარა ლიდერობას აღნიშნავს. ევროკავშირი სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას და სომხეთის დემოკრატიული გზის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია. მოუთმენლად ველით სომხეთის მომავალ მთავრობასა და პარლამენტთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება და მედიის თავისუფლება

მედიის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TikTok -ზე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, შსს-მ გამოძიება დაიწყო

TikTok -ზე გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, ბავშვი კი ტირის, შსს-მ გამოძიება დაიწყო.როგორც ambebi. ge-ის შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.2 სექტემბერს კი ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უცნობია, როდის მოხდა დაკავებულის გათავისუფლება.

ირაკლი კობახიძე – რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ

თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში.„რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია „იმედი“ სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია „პოს-ტვ“ სრულიად კანონიერად. რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია, დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის – რომის პაპი

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

ბოლო სიახლეები