ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციის უფროსი ლაშა მაჭავარიანი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერია აქტიურად დაუჭერს მხარს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის მიზანიც სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერით თბილისის მერია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თბილისის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თბილისის მერიას აქვს სპეციალური სტაჟირების პროგრამა, ისევე როგორც, სტიპენდიების პროგრამა, რომელშიც უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტია ჩართული. უნივერსიტეტსა და მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, კიდევ მეტად გაამყარებს და გააფართოებს თანამშრომლობას. სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ერთობლივი პროგრამების განხორციელება. უნივერსიტეტი და თბილისის მერია ერთობლივ ღონისძიებებს და პროექტებს დაგეგმავენ სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამების თუ სასწავლო კურსების შემუშავება-განხორციელების მიმართულებით. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მემორანდუმის ფარგლებში გეგმების გამხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თბილისის მერია მზად არის სტუდენტთათვის სტაჟირების პროგრამის განსახორციელებლად, ასევე, საგანმანათლებლო სფეროში, ახალგაზრდებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშესაწყობად. გულედანის თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო ბაზა, კვლევითი ლაბორატორიები, ტრენინგ-ცენტრები, რაც სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გარანტიაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა.უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა. შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი. აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები-

ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ –...

არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვის დროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოწმის სტატუსით გამოიკითხა."ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. შესაბამისად, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ. ასევე, იმ პერიოდთან მიმართებაში ჰქონდა გამოძიებას კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდსა და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას.ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები იქნა გაცემული. მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან ამ თვალსაზრისით, ცალსახაა და ნათელი. არ გამოვრიცხავ, საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი თავად გააკეთოს შესაბამისი განმარტებები საზოგადოების წინაშე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლებისa და სეიფების ჩხრეკa, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებen გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას; ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.ამასთან, 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა. კერძოდ, სუს-მა გაჩხრიკა რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახების წევრების სახლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, ლია კახიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, გამორჩეული მეცნიერ-მკვლევრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს და საინჟინრო საზოგადოებას.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორმა ლია კახიანმა მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებასა და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.“90 წლის ასაკში გარდაიცვალა საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.პროფესორი ლია კახიანი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დარგის სიღრმისეული ცოდნით, უდიდესი შრომისმოყვარეობით და აკადემიური თუ სამემეცნიერო საკითხებისადმი პრინციპული მიდგომით. მის კვლევით სფერო მოიცავდა სამშენებლო კონსტრუქციებს, სეისმომედეგობას და რკინაბეტონის რღვევის მექანიკას; მისი ავტორობით გამოქვეყნდა 114 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და „ევროკოდი 2“ ქართულ ენაზე. ლია კახიანი აქტიურად იყო ჩართული არაერთ კვლევით პროექტში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, იყო უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრი. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის მიიჩნეოდა მაღალპროფესიონალურ და ზუსტ შეფასებად.ქალბატონი ლია კახიანი ყველას უზომოდ გვიყვარდა უნივერსიტეტში, მის მშობლიურ სამშენებლო ფაკულტეტზე - კოლეგებს, მეგობრებს, ახალგაზრდა თანამშრომლებსა და სტუდენტებს. მისი ლექციები მუდამ საინტერესო და შთამაგონებელი იყო - ახალგაზრდებს აძლევდა სიღრმისეულ ცოდნას, უყალიბებდა საინჟინრო აზროვნების კულტურასა და საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა აღზრდის მხრივ. მრავალი მათგანი დღეს წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უფროსი კოლეგის, ძვირფასი მეგობრის - პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება სამშენებლო ფაკულტეტისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო სკოლისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებს. პროფესორ ლია კახიანის სახელი და დამსახურება სამუდამოდ დარჩება სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში,” - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა.ამის შესახებ დონარა გვრიტიშვილის შვილმა, ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა დაწერა. „არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.  დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა. მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს. უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ“, – დაწერა ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა. მსახიობი დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენით არის დაავადებული. რამდენიმე დღის წინ ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონარა გვრიტიშვილს ჰქონდა შვილთან შეხვედრის სურვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.

ბოლო სიახლეები