კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი ლენა შატაკიშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების
დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს
ბერგლიოტ ჰოვლანდს, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის
დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდს და პერსონალურ ასისტენტს ანა
ჰაალანდ აანოს, შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტუ-ის და ნორვეგიის
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის
გაგრძელების შესახებ საკითხები.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, თქმით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და
ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით
დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა.
ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო
უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც
სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს – ბაკალავრებმა და
მაგისტრებმა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო
პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში
მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობით ისარგებლეს.
„ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE)
ხელმძღვანელთან კჟეტილ ლუნდსთან და მის პერსონალურ ასისტენტთან ანა
ჰაალანდ აანოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი
საქართველოში, მხარეებმა ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე
გადასვლაზე. სტუმრები უნივერსიტეტს ეწვივნენ, როგორც IN-program პროგრამის ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საქართველოში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს რომ
სტუ-ის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი, ამდენად, ჩვენს უნივერსიტეტთან
თანამშრომლობის გაგრძელება, ეჭვს არ იწვევს, პირიქით, ნორვეგიის მხარე
დაინტერესებულია თანამშრომლობით“, – აცხადებს ლენა შატაკიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებისა და ნორვეგიის წყლის
რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან სტუ-ის თანამშრომლობის შეჯამებისას
აცხადებს, რომ პროექტი, რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ისარგებლეს,
წარმატებული იყო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის
სხვადასხვა უნივერსიტეტებში მობილობის კუთხით. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრის
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის
კურსდამთავრებულების პროექტში ჩართვა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩვენი
კურსდამთავრებულების ჩართულობა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, მიუთითებს, რომ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამისი
განათლების მიღებაა შესაძლებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიის სამეფოს
ელჩს საქართველოში, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის
დირექტორატს და დავადასტურო სტუ-ის მზაობა ურთიერთთანამშრომლობის
გაგრძელების მიმართულებით“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები