ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ახალ, მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დეტექტორების კვლევებისა და განვითარების ახალი კოლაბორაციის (DRD1) წევრი გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის აღნიშნული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტსა და CERN-ს შორის DRD1 (Detector Research and Development 1) კოლაბორაციის თაობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით იქნა გამყარებული.

დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორმა, პროფესორმა გოტიე დე მონშენომ (Gautier Hamel de Monchenault) მოაწერეს ხელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერთა ჯგუფი წარმატებით ახორციელებენ ურთულეს ამოცანებს CERN-ის წამყვან ექსპერიმენტებში, როგორიცაა: CMS, ATLAS და SHIP. ექსპერიმენტების მოთხოვნების შესაბამისად, დეტექტორების ტექნოლოგიების დახვეწა, მათი პარამეტრების გაუმჯობესება და განვითარება-განახლება მუდმივად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 6 დეკემბერს CERN-ის კვლევითმა საბჭომ დეტექტორების კვლევებისა და განვითარების კოლაბორაცია დაამტკიცა.

ახალი DRD1 კოლაბორაციის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორი განმარტავს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალი DRD1 კოლაბორაცია გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას ითვალისწინებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალ DRD1 კოლაბორაციაში ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული სამეცნიერო სკოლა, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსთა და ინჟინერთა გუნდი, სრულად შეესაბამება თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქტიურად მონაწილეობს გლობალური მნიშვნელობის სამეცნიერო პროცესებში.

ახალი DRD1 კოლაბორაცია ითვალისწინებს გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ექსპერიმენტებისთვის როგორც ამაჩქარებელზე, ისე არაამაჩქარებელზე დაფუძნებულ ნაწილაკთა ფიზიკაში. საუბარია ფართო სპექტრის კვლევებზე – ბირთვული და ნეიტრინოს ფიზიკიდან, ბნელი მატერიისა და იშვიათი დაშლების შესწავლიდან დაწყებული, სამედიცინო, სამრეწველო და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკულ გამოყენებამდე.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველია, რომელიც აღნიშნულ კოლაბორაციაში გაერთიანდა. CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორთან, პროფესორ გოტიე დე მონშენოსთან ერთად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი კი გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩავერთოთ დეტექტორების კვლევისა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირებაში. ახალ DRD1 კოლაბორაციაში მონაწილეობა არა მხოლოდ აძლიერებს უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინოვაციური ინჟინერიისა და თანამედროვე ფიზიკის განვითარებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს ემსახურება“, – აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, CERN / DRD1-ის ახალი კოლაბორაციული სტრუქტურა ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას დეტექტორების კვლევისა და განვითარების საგზაო რუკის დოკუმენტით განსაზღვრული საერთო მიზნების მისაღწევად; ისეთი საერთო ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა მათ შორის დეტექტორის ფიზიკის სიმულაციის პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონიკა და ა.შ.; განათლებასა და ტრენინგში მხარდაჭერას – სხვადასხვა ტექნოლოგიებს, კვლევით თემებსა და სამეცნიერო დისციპლინებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებას; დეტექტორის ტექნოლოგიებში ახალგაზრდა მკვლევრების ხილვადობისა და პერსპექტივების ხელშეწყობას; CERN-ში დაფუძნებულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე (სახელოსნოები, ლაბორატორიები) წვდომის გაუმჯობესებას დეტექტორების განვითარების მიზნით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება – დისპლაზია დაემართა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება - დისპლაზია დაემართა. პატარა მარიამი იმყოფება გერმანიაში - აქვს ძლიერი ტკივილები, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხა კომენტარებში მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ. GE21TB7925445064300049 მიმღები: ლ.კ.

🎥განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ...ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი. 

რობერტ ფიცო – სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი არ გაწევრიანდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ფიცოს თქმით, ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ეს გაერო-ს მსგავსია.როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი გახდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა ფიცომ.მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ რაიმე მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფიცომ.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – გარდაბანში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო."ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, - ნათქვამია განცხადებაში.ინფორმაციისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული

ბოლო სიახლეები