შაბათი, ივნისი 7, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადამიანის გონებისა და AI-ს ხედვის დიალოგს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში პირველად, უნიკალური ინტელექტუალური სპარინგი გაიმართა, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო სპარინგის თემა იყო მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის – „ღამის მბეჭდავი“, პარალელური ინტერპრეტაციები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის დიალოგში.

სამეცნიერო ღონისძიება, რომლის ინიციატივა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის ეკუთვნის, ამავე ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტების ჩართულობითა და ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ინტელექტუალურ სპარინგში ასევე მონაწილეობდნენ მწერალი კახა დევდარიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

ინტელექტუალურ სპარინგზე ორგანიზატორებმა და სტუდენტებმა, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებულის, „ღამის მბეჭდავის“ მიხედვით, წარმოადგინეს ჰიპოთეზა ფილოსოფიური საზრისის შესახებ და აუდიტორიას შესთავაზეს ორი ალტერნატიული ინტერპრეტაცია, რომელთაგან ერთი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ალგორითმული ვერსია იყო, მეორე კი სტუ-ის დოქტორანტის მიერ იყო ფორმულირებული.

სპარინგის მონაწილეებს ინდივიდუალურად მიეცათ საშუალება, ამოეცნოთ და ფარულად, QR კოდის მეშვეობით, დაეფიქსირებინათ მოსაზრება, თუ რომელი ინტერპრეტაცია ეკუთვნოდა ადამიანს და რომელი – ხელოვნურ ინტელექტს, ასევე, შეეფასებინათ, რომელ ინტერპრეტაციაში იყო უფრო ღრმად გააზრებული ავტორისეული ჩანაფიქრი.

ინტელექტუალურ სპარინგზე გამოტანილმა ექსპერიმენტმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, დაფიქსირებული პოზიციების ანალიტიკა კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მუშაობს და ატარებს კვლევებს იმ მიმართულებით, თუ რამდენად შესაძლებელია საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თამარ ლომინაძის თქმით, კონკრეტული ინტელექტუალური სპარინგის მიზანია, საჯაროდ დააკვირდეს, თუ როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. 

„ეს ინტელექტუალური სპარინგის რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით გაიმართა. სამეცნიერო სპარინგის ფორმატის შექმნის ინიციატივა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტსა და მისი ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილს ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ სპარინგმა ამდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, არ არის შემთხვევითი, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის დამეგობრება, ჩვენს მოკავშირედ მისი ქცევა. პროცესი ითვალისწინებს მოსაზრებების გაზიარებას იმ ადამიანებს შორის, რომლებისთვისაც ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიურ ინსტრუმენტად იქცა – ეს ეხება როგორც პედაგოგებს და მკვლევრებს, ისე სტუდენტებს. არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არამედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიც ატარებენ კვლევებს ამ გლობალური გამოწვევის თაობაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და შემოჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დაკვირვებისა და კვლევის პროცესში სამეცნიერო სპარინგის ფორმატი დაინერგა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანია დავაკვირდეთ, როგორ განიცდის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ემოციურ განზომილებას, შეუძლია თუ არა მას იგრძნოს მხატვრულ-ფილოსოფიური ტექსტი, შეუძლია თუ არა კრიტიკული აზროვნება, ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფიქრება, თუ მხოლოდ ზედაპირულად გარდაქმნის ლიტერატურულ ტექსტებს. ჩვენი მიზანია დავადგინოთ, რა შეიძლება იყოს საერთო ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ნააზრევსა და მიდგომებს შორის და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ განსჯის შედეგად“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ინტელექტუალური სპარინგის ფორმატი თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცეა, სადაც, ამჯერად, მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ესეების კრებული – „ღამის მბეჭდავი“ ადამიანისა და OpenAI-ის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად იქცა.

„ეს უნიკალური ინტელექტუალური სპარინგია, რომელიც ადამიანის გონებისა და ემოციური ინტუიციის, ასევე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმული ხედვის დიალოგს მიეძღვნა. სასიხარულოა, რომ ინტელექტუალურ სპარინგში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სტუდენტები. ეს არ არის შეჯიბრება – ეს არის თანამშრომლობისა და პარალელური ფიქრის სივრცე, სადაც მწერალ კახა დევდარიანის ფილოსოფიური ნაწარმოები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ინტერპრეტაციის საგნად ვაქციეთ. სპარინგზე წარმოდგენილი იყო ჰიპოთეზა ტექსტის ფილოსოფიური საზრისის შესახებ – „სულიერი წონასწორობის ძიება“. ჩვენი ექსპერიმენტი არ არის უბრალოდ შედარება, არამედ შინაარსის ერთდროული წარმოსახვაა ორ განსხვავებულ სისტემაში – ადამიანსა და ალგორითმში. ეს არის ექსპერიმენტი, რომელშიც მწერლობას დიალოგი აქვს ალგორითმთან, ადამიანის ემოციას – კოდთან, ტრადიციას – ინოვაციასთან“, – განაცხადა მარიამ ცაცანაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ინტელექტუალური სპარინგის ფარგლებში, ორგანიზატორებმა აუდიტორიას ასევე წარუდგინეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მულტიმედიურ ფორმატში გაცოცხლებული „ღამის მბეჭდავი“, სადაც ავტორისეული ტექსტი მუსიკად იყო გარდაქმნილი, სიუჟეტი და ემოცია კი – ფერწერად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები