სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების – „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ.

პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრის მიიღებენ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა – სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს.

„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ვასო ქარსელაძემ.

ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში – მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციისა და გარე ძალების მხრიდან ყველა თავისუფლება გამოყენებულია იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრება იდგეს მუდმივი შანტაჟის ქვეშ

ოპოზიციისა და გარე ძალების მხრიდან ყველა თავისუფლება გამოყენებულია იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრება იდგეს მუდმივი შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი არის დაგეგმილი აქციები, რომლის მიზანია, საზოგადოებაში გამოეწვიათ დესტრუქცია, უკმაყოფილება და ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ სახელმწიფო მათ ინტერესებს ვერ დაიცავს.„მათი მცდელობა იყო, საზოგადოება მოემზადებინათ, რათა ხელისუფლების ჩამოშლის სცენარი განხორციელებულიყო. ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებაზე ასეთი ზეწოლა აღკვეთოს და ის გონივრული ბალანსი უნდა დადგეს, როცა გამოხატვის თავისუფლება იყოს, მაგრამ სახელმწიფოს ჩამოშლის საშუალება არავის მიეცეს. სახელმწიფოს მხრიდან ყველა უკანონო ქმედებას კანონიერი პასუხი ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დონალდ ტრამპი – ევროპა სუსტი ადამიანების ხელმძღვანელობით იმართება, სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების გარეშე, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავს, ევროპა ნადგურდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა „სუსტი“ ადამიანების ხელმძღვანელობით იმართება და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც მის ხედვას ეთანხმებიან.ამასთან, ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრაციაზეც ისაუბრა და ლონდონისა და პარიზის მსგავსი ქალაქები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრაციის ტვირთის ქვეშ მგმინავ ქალაქებად მოიხსენია.მისი თქმით, სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების გარეშე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავს.„ვფიქრობ, რომ ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათ სურთ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. ვფიქრობ, მათ არ იციან, რა გააკეთონ. ევროპამ არ იცის, რა გააკეთოს. ვფიქრობ, პოლიტკორექტულობის ნაცვლად, სჯობს, მიგრანტები უკან გაგზავნონ. როგორც იცით, ჩემი ფესვები ევროპიდანაა და მძულს იმის დანახვა, რაც იქ ხდება. ისინი ხალხს შესვლის უფლებას შემოწმების გარეშე აძლევენ. ევროპა ნადგურდება. მხარს ვუჭერ ადამიანებს, რომლებიც ბევრ ევროპელს არ მოსწონს. მე მხარს ვუჭერდი ვიქტორ ორბანს“, – განაცხადა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, საშინელებაა, რაც ევროპაში ხდება და ევროპა შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ადგილი გახდეს.„უნდა გესმოდეთ ჩემი მიდგომა ევროპის მიმართ: მინდა, ვნახო ძლიერი ევროპა. ისინი მილიონობით ადამიანს როცა უშვებენ მათ ქვეყნებში, ამ ადამიანთა უმეტესობა უზარმაზარ დანაშაულებს სჩადის. შეხედეთ შვედეთს. არ ვაკრიტიკებ შვედეთს, მე მიყვარს შვედეთი. მე მიყვარს შვედი ხალხი, მაგრამ ისინი დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყნიდან ისეთ ქვეყნად გარდაიქმნენ, სადაც ახლა ბევრი დანაშაულია. შეხედეთ გერმანიას. გერმანია დანაშაულისგან თავისუფალი იყო და ანგელა მერკელმა დაუშვა ორი დიდი შეცდომა: იმიგრაცია და ენერგეტიკა. მე არ მაქვს ევროპის მომავლის ხედვა. ერთადერთი, რაც მინდა, ვნახო, არის ძლიერი ევროპა. მე მაქვს ხედვა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის „ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა“. მე მაქვს თვალები, მაქვს ყურები, მაქვს ცოდნა. მე მაქვს უზარმაზარი ცოდნა. ვხედავ, რა ხდება. მე ვიღებ ანგარიშებს, რომლებსაც ვერასდროს ნახავთ. და ვფიქრობ, რომ საშინელებაა ის, რაც ევროპაში ხდება. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ევროპა შეიძლება, სრულიად განსხვავებული ადგილი გახდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ილონ მასკი – ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე

ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისრები „ევროპის მკვლელობაზე“ არიან პასუხისმგებელნი.ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა.„ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე“, – დაწერა ილონ მასკმა, როდესაც გააზიარა ავსტრიელი პოლიტიკური აქტივისტის, მარტინ სელნერის პოსტი.მარტინ სელნერი პოსტში განმარტავს, „რატომ ეზიზღება ევროკავშირი“.„რატომ მეზიზღება ეს ევროკავშირი: 2013 წელს იტალიის სანაპირო დაცვამ ღია ზღვაში 24 აფრიკელი აიყვანა და აფრიკაში დააბრუნა. არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით მათ ლიბიაში თავშესაფრის ბანაკიდან იტალიას უჩივლეს და საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ევროპის „ადამიანის უფლებათა საბჭო“) მოიგეს. იტალიას მათთვის 360 000 ევროს გადახდა და ევროპაში გაგზავნა მოუწია. ეს იყო ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის საწყისი წერტილი. ევროპულმა ინსტიტუტებმა ეროვნული სახელმწიფოების პარალიზება მოახდინეს. ისინი დაუცველი გახდნენ. ევროკავშირი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ერთად, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მუშაობს. მე ისინი მეზიზღება“, – წერს სელნერი. 

„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ…“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე წერს.„წერილი რუსთავის კალათბურთის ციხის ლიგიდან, მინდა, ცოტა გაგახალისოთ.რადგან ქართველმა ხალხმა ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ.მოკლედ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესება – ქართული პოლიტელიტის და ინტელექტუალების ამჟამინდელი კლუბი – welcome!ყვარყვარეს ციხე ძალიან გადატენილია, მე შემიძლია, სამი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარო. დერეფნებში მუდმივი ტრაფიკია. სახე-აჭარხლებული ბადრაგების რაციიდან მუდმივად ისმის ხმა – ამასთან ადვოკატი მოვიდა, ის სასეირნოდ ჩაიყვანეთ, სხვა დააყოვნეთ და ა.შ.რადგან ბადრაგს შევეხე, აქ ისინი იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად თვალების მიხედვით – შუშისთვალებიანებად და თანამგრძნობ-თვალიანებად. დაახლოებით შუაზე არიან გაყოფილები. ამ ორივე კატეგორიას და ციხის უფროსს შორის არის რეჟიმის 2 უფროსი – 1 ბოროტი და 1 უფრო ადამიანური. ბოროტმა თავი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამაცნო, როცა ჩემს მოსანახულებლად მოსული ბუბა კიკაბიძე ჩემ თვალწინ ცუდად გახდა, ხოლო ამ ტიპმა ცოცხალი თავით ექიმი არ შემოუშვა. შედარებით ადამიანური სამ დღეში ერთხელ გვეცხადება და წვრილმან საკითხებს გვიგვარებს.როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა ვართ აქ ის ხალხი, ვინც ივანიშვილის პარლამენტში არ შევიდა და აქაოდა არ გეგონოთ, არ შეხვედით და თავისუფლად ივლითო, ჭორვილელმა აქ მოუყარა თავი, აქ არის თავისუფლების მოედანზე პერფორმანსის მომწყობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, რომელზეც სულ მახსენდება „აბა ყვავების ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“ ის ჩემს ქვემოთ იმყოფება და როგორც ჩანს არ ემღერება.სამაგიეროდ, ყოველ საღამოს ქვემოდან მოგვესმის კატის ჭყავილი, რომლის ხმასაც ჩემი კიეველი ფისოს (მიშას) კნავილს ვამსგავსებ. ჩემგან ერთი საკნის იქით არის კაცი, რომელსაც დეკლარირებულად არ სურს ჩემთან 1 ჰექტარზე ყოფნა, მაგრამ არ უჯერებენ და ჩემგან 7 ნაბიჯში (საკუთარი ფეხით გადავზომე) ამყოფებენ.ჩემ გვერდით საკანში ერთ დროს მაფიასთან შეუპოვრად მებრძოლი პროკურორია, რომელიც ჩემ მიმართ სოლიდარობას იმით გამოხატავს, რომ როცა მე კარებზე კაკუნით ბადრაგს ვიძახებ, და ბადრაგი არ მოდის, ისიც იწყებს კაკუნს, მადლობა მურთაზ, მე ყოველთვის მესმის და ვაფასებ.როგორც სტალინი იჭერდა ძველ რევოლუციონერებს, აქაც ჯურღმულში იმყოფება ძველი რევოლუციონერი ჩე გივირა (თარგამაძე) რომელიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდა შუა აზიის დიქტატორებს და ლუკაშენკოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუსებს წერს ციხიდან.რაც შეეხება რუტინას, დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს. გარდა ამისა ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა. თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ. ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა!ვოლიერში არის კიდევ ერთი ბედნიერება, მე-4 წლის მზის უნახავმა, როგორც იქნა დავინახე მზე. ნუ მთლად ასე ადვილად არა, მზე ვოლიერს ისე უდგება, რომ უნდა ძალიან გაიჭიმო ფეხისწვერებზე, რომ შუბლზე და თვალებზე მოგანათოს და კიდევ თუ იხტუნავებ, მთელს სახეზე იგრძნობ. მოკლედ მზეთუნახავიდან გარდავიქმენი – მზეზე მხტომარე არსებად.ტურნირიდან სართულზე ამოსვლისას უკვე გვარამიას საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დერეფნის დასაწყისში) დერეფნის ბოლოდან, სადაც ჩემი საკანია, ცხვირში მხვდება შემწვარი თევზისა და ხახვის მძაფრი სუნი, დაახლოებით ისეთი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში რომ გამოდიოდა, ჩინელი სტუდენტების ოთახებიდან.საქმე იმაშია, რომ ციხის საკვებზე თავიდანვე უარი ვთქვი. ერთადერთხელ გამოვართვი პური, რომელსაც დმანისის სამარხებში ნაპოვნის გემო ჰქონდა და ვუკვეთავ საკვებს ციხის მაღაზიიდან. ოღონდ ეს მაღაზია თქვენ რამე რესტორანი არ გეგონოთ, თუმცა რესტორანზე ბევრად ძვირია. შეკვეთის მიღებას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონდეთ ილუზია, რომ რასაც შეუკვეთავ იმას მოგიტანენ.მე მაგალითად, წინა კვირას შევუკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია. მერე ხაჭაპური და ამათ მოიტანეს მყრალი გაყინული სტავრიდა. მერე ამ ყველაფერს ხო მომზადება ხომ უნდა – ხოდა შევიძინე თურქული ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხარისხო და ატკატით ნაყიდი – 150 ლარი ღირდა). უკვე მესამე ტაფა შევისყიდე, ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტომა. წინა ორი ტაფა ამიფეთქდა, ისე რომ შნურიდან ცეცხლი გამოვიდა, ხოლო სახურავი ორჯერ შემეყარა სახეში წვრილ ნამსხვრევებად.ხოდა ვარ ასეთ გაწამაწიაში, მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. მერე ამ ყველაფერს გარეხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით, მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოსით ვრეცხავდი, ხოლო ტუალეტს ჭურჭლის სითხით. ტუალეტი რა თქმა უნდა თურქულია, ხოლო თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, მისით სარგებლობა ყოველ ჯერზე ოლიმპიურ ასპარეზობას ემსგავსება.ნუ ხომ კიდევ ბადრაგის ოთახში რამდენჯერმე ის კაცი მომხვდა თვალში, თვალებმოჭუტული, რომელიც სწორედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ციხეში საკვები შემომიტანა, რომლის გასინჯვის შემდეგ ერთი წელი სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ ვგრძნობ კიდურებს და უამრავი სხვა დატოვებული სიმპტომი მაქვს. ხოდა დაახლოებით შორიახლოს ჩასაფრებულ ნიანგს ჰგავს ეს სიტუაცია. სხვათა შორის ბადრაგების ოთახში მუდმივად აქვთ ჩართული ოპოზიციური არხები, ხოლო კვირის ბოლოს მთელი ხმით აღრიალებენ „ნოდარ მელაძის შაბათს“.იმ დღეს სოფო მოვიდა ყოველთვიურ ვიზიტზე (ფანჯრის აქეთ-იქიდან ვსაუბრობთ ტელეფონით, რომელიც სულ წივის) და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცხებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა, გრძელი დერეფნებით, რომლებიც გეგონება არ მთავრდება, გასაღებების და რკინის კარების ჩხაკუნით, ნახევრად ბნელი, მოქუფრული სივრცეებით, მოღუშული თანმხლები ბადრაგით. სოფოს ასევე უცებ გაახსენდა მრავალი წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ თამაში, როცა მას, როგორც მრეცხავ ვარდოს , ციხეში სვამენ შეშის მოპარვისთვის.ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით და ისე ამ ღირსეული ადამიანების ყოველი შემდეგი დღე ციხეში დიდი დანაშაულია მათი გამომკეტავების. ეს ხალხი ახლა საოპერო სცენებს უნდა იპყრობდეს, ახალ იუსტიციის სახლებს იგონებდეს, ახალ მედიებს ქმნიდნენ, ნამდვილ პარლამენტში უნდა ისხდნენ – მოკლედ ქვეყანას, რომელთაც ესენი ძალიან სჭირდებათ, უნდა ემსახურებოდნენ, ხოლო დანარჩენ პატიმრებს ბევრად უფრო ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ.დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ხანძარი ქუთაისში – ვითარება ადგილზე

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მუშაობს.დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები