საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს. 24 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის ეს შეხვედრა უეფას ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპია.
ლიტვის ნაკრები C ლიგის მეოთხე ჯგუფში რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება. საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.
უეფას ერთა ლიგის გათამაშება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.