საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაღესტანში, დერბენდთან დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.