ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 13:56 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილჰამ ალიევი – საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა

საქართველოსთან ურთიერთობებს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ ეპოქაში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და, ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებსა და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – განაცხადა ალიევმა.როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. აქვე, ალიევმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც აღნიშნა.„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდ ცნობილია. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ "საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს".ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია."ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის ელჩს არაფერს ვუპასუხებ იმიტომ, რომ ის არ კადრულობს და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს – სხვათა შორის, პრობლემაა, როდესაც ელჩი არ კადრულობს...

გერმანიის ელჩს არაფერს ვუპასუხებ იმიტომ, რომ ის არ კადრულობს და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. უბრალოდ, რადგან თქვენ დასვით კითხვა, ამ საკითხზე ვისაუბრებ, - ასე გამოეხმაურა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომ გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია და რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა მტრული უცხოური ძალა.გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრობლემაა, როდესაც ელჩი არ კადრულობს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრის კითხვას პასუხი გასცეს.„თუ ის ისმენს, მოისმინოს. ძალიან კარგი იქნება თუ მოისმენს, რომ არანაირ პასუხს არ გავცემ იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს უცხოური ძალის წარმომადგენლის პოზიციას.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელი ქვეყნიდანაც გახლავთ ბატონი ელჩი, იმ ქვეყანაში მოიკითხოს რა ხდებოდა ძალადობრივი აქციების დროს, ან ვინ როგორ იბრძვის. მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებში ვინ უფრო წინ იყო სამხედროებთან მიმართებაში და ამერიკელი ჯარისკაცების გვერდი გვერდ ვინ უფრო იდგა, ქართველი თუ გერმანელი ჯარისკაცი, ესეც მოიკითხოს. შესაბამისად, ამ საკითხზე მოგახსენებთ, რომ ცხრა აპრილი არ არის სავაჭრო თემა. ცხრა აპრილი არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე აღდგა 1991 წლის 9 აპრილს.სხვათა შორის, დღეს იქ რომ ვითომ ზვიად გამსახურდიას იდეაზე საუბრობენ, ზვიად გამსახურდიაზე საუბრობენ, ვინც გამოაცხადა ეს დამოუკიდებლობა, შევახსენოთ ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რას ეუბნება დეპუტატებს ის უზენაეს საბჭოში, რომ არ არსებობს არავინ, მათ შორის არც დასავლეთი, არცერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს და დეპუტატებმა უნდა მიხედოთ თქვენ ქვეყანას. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ქვეყანა.ძალიან კარგად ვიცით როგორ არის დასავლეთი და ა.შ. თავისი ინტერესების მქონე. ასე, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მანიპულაციები ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, მათ მეტი ძალა აღარ შესწევთ, რომ ეროვნული დღესასწაულებიც გამოიყენონ ამ მექანიზმებად. თუ საბჭოთა კავშირის დროს სუვერენიტეტს ებრძოდა საბჭოთა ჯარები, საბჭოთა ხელისუფლება, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატია ებრძვის სუვერენიტეტს საქართველოში დეზინფორმაციითა და ტრადიციების გაუქმებით. ეს არის განსხვავება, სამწუხაროდ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი: საქართველომ გაუძლო სსრკ-ს და ასეთ იმპერიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყანამ PACE-ს ასამბლეაზე ნათქვამ სისულელეზე არ უნდა დახარჯოს დრო

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მისამართით მოსალოდნელ რეზოლუციას ქვეყანამ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს. ამის მიზეზად ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ის გარემოება დაასახელა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან ქართული საზოგადოების მთელი ყურადღების ამ მიმართულებით წარმართვას. „ეს ჭინკები ცდილობენ მთელი ჩვენი საზოგადოების ძირითადი ყურადღება აქეთკენ მოაქციონ. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.მანვე პარალელი გაავლო 9 აპრილის მოვლენების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ თავის დროზე, საბჭოთა კავშირიც ცდილობდა საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა ექსტრემიზმად მოენათლა, თუმცა ქვეყანამ ამ ზეწოლას გაუძლო და დამოუკიდებლობის აქტიც კი გააფორმა.„9 აპრილთან დაკავშირებით უბრალოდ განვაახლე მეხსიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები: 9 აპრილი შედგა და გათენდა მოსკოვში 10 და 11 აპრილი. გაიმართა სხდომა და ასეთი ეპითეტები გაჟღერდა ჩვენს მიმართ - 9 აპრილს გვქონდა ადგილი ექსტრემიზმთან და ნაციონალიზმთან; თურმე ის ჩვენი გოგოები, ბიჭები და ბებიები იყვნენ პროვოკატორები; იყო სპეციალურად შემცირებული მსხვერპლის რაოდენობა.მაგრამ იქაც კი, საბჭოთა იმპერიის ცენტრშიც კი, ვერ გაბედეს და აი ეს ნარატივი ვერ გააგრძელეს შემდგომ დღეებში. მათ ნელ-ნელა, ამ აგრესიულ და უსამართლობაზე დამყარებულ რიტორიკას ცოტა მოუკლეს. მერე იქ ანატოლი სობჩაკის კომისია ჩაერთო და ძალიან ბევრი რამ ვეღარ დამალეს…რისი თქმა მინდა - აი ამ სსრკ-ს უზენაეს საბჭოებს და პოლიტბიუროს სხდომებს პატარა საქართველომ გაუძლო და სულ რაღაც ორ წელიწადში რეფერენდუმიც ჩაატარა და დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი. ასეთ იმპერიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონე საქართვველომ PACE-ს ასამბლეაზე ნათქვამ სისულელეზე და ჩვენი მისამართით გამომცხვარ მორიგ ცილისწამებაზე საერთოდ არ უნდა დახარჯოს დრო. ეს ჭინკები ცდილობენ მთელი ჩვენი საზოგადოების ძირითადი ყურადღება აქეთკენ მოაქციონ. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს“.ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია.„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები