საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვაში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება.
მისივე განმარტებით, გასულ წელს იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად.
„საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

