სამშაბათი, აპრილი 8, 2025

საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯადოსნური ბაბუაწვერა -ამ მცენარეს სასწაულმოქმედი თვისებების გამო სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ

ამ მცენარეს სასწაულმოქმედი თვისებების გამო სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. უამრავ რამეს უხდება და წამლობს.შეიცავს:ვიტამინებს: A, C, K, B ჯგუფის ვიტამინები. მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი.ინულინს: პრებიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას.სამკურნალო მიზნებისათვის გამოიყენება ფესვები, ფოთლები, ყვავილები. მცენარე ხასიათდება ნაღველმდენი, სიცხისდამწევი, საფაღარათო, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, სპაზმის მომხსნელი და მსუბუქი დამაძინებელი მოქმედებით. ფესვებისა და ფოთლების წყლიანი ნაყენი აუმჯობესებს მადას, საკვების მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს მეძუძურ ქალებში რძის გამოყოფას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.ქიმიურ-ფარმაკოლოგიური შესწავლისას, ექსპერიმენტულად დამტკიცებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიკარცეროგენული და ანტიდიაბეტური მოქმედება. რეკომენდებულია დიაბეტის, მატონიზირებელი საერთო სისუსტის, ანემიის სამკურნალოდ.ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, გასტრიტის, კოლიტის, ცისტიტის, მადის გასაუმჯობესებლად, ყაბზობის, მეტეორიზმის, აგრეთვე მუცლის ჭიების საწინააღმდეგოდ.ბალახის ნაყენს ფესვებთან ერთად ხმარობენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნის, წყალმანკის, ბუასილის დროს. ბალახის ნაყენი გამოიყენება ავიტამინოზის, კანის სხვადასხვა დაავადებებისას.როგორ გამოვიყენოთ ბაბუაწვერაბაბუაწვერას გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით:ნედლი ფოთლები: შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, სმუზებსა და სხვა კერძებში. გამხმარი ფოთლები და ფესვები: გამოიყენება ჩაის, ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად. ექსტრაქტი: ხელმისაწვდომია კაფსულების, ტაბლეტების და სითხის სახით. ზეთი: გამოიყენება კანის მოვლისთვის.ფესვიბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას (საზოგადოდ, ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა). გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის), გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ.ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დროსაც. თუ ბაბუაწვერას შეგროვება განიზრახეთ, ასე მოიქეცით:ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე შედგით, გაფილტრეთ და ყლუპობით სვით დღის განმავლობაში.ინფორმაცია ბოლო მიმდინარე კვლევებზებოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს ანთება, ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს, დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე და გააუმჯობესოს ღვიძლის ფუნქცია.გაფრთხილებებიბაბუაწვერას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში ან იღებთ სხვა მედიკამენტებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.უკუჩვენებებიალერგია ბაბუაწვერაზე. ნაღვლის ბუშტის დაავადებები. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. თირკმლის დაავადებები.

სტივენ დაუთი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას ულოცავს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. ამის შესახებ ნათქვამია დაუთის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.„ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.თვეების განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრაგედია ბათუმში – სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული

საქართველოს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული.„6 აპრილს ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება. მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 

კახა კალაძე – ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არც არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ

ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არც არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს.„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს და არც არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელილი იყოს ფეხქვეშ, როგორც ეს სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს.კაია კალასი და მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები არიან უმცირესობაში, უმცირესობაში არიან რადიკალები, ვითომ პოლიტიკური პარტიები. ყველას მოუწევს, რომ ამ ყველაფერს შეეგუოს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს““, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები