ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ვიზიტსა და ვიზიტის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პარლამენტის ფუნქციისა და როლის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ და მიმდინარე სასესიო პერიოდის საპარლამენტო დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი პარტნიორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ირაკლი კობახიძემ იან კელის საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე – ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმაურება.„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“, - წერს გახარია.მისი თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პარტიამ პასუხისმგებლობით გამოიყენა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი თქვა რა მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, მაგრამ არ დათმო ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი.ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

პაატა ბურჭულაძე – მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია – პოლიციაში შემთხვევით გავიგე

დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე. მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.

თეონა აქუბარდია – სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია, პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება მას უნდა დავუბრუნოთ

ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა, წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი, ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო, ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, სიტყვა შეასრულა და არ შეუქმნა მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია.„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად არის რუსეთთან ღია კოლაბორაციაში მყოფი ძალის მიერ მიტაცებული პარლამენტი ერთპარტიული. ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა. წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი (ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო და დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით), ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია. ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. ის არის ბიძინას ის „ბუტკა“, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა. მე საქართველოსთვის ჩემი წილი გასაკეთებელი, ვეცადე, გამეკეთებინა პარლამენტის კედლებიდან და მის გარეთაც. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება ამ ინსტიტუციას ერთად უნდა დავუბრუნოთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტმატიმარს და იმ ბრძოლას, რაც ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა თეონა აქუბარდიამ.

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნის ზიანზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნებს, რისი საფუძველიც არ არსებობს

ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რომელი პარტიაც არ იღებს, ფიქრობს, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას.„ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პრინციპულ და პროგრამულ საკითხებზეა, რომლებიც ხალხის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი. ისინი მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ. არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვთ სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები