ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი, ასევე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, ის იყო უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც ქართველები გააერთიანა

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.როგორც საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ილია მეორე იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა.„საქართველოში საფრანგეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე, და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას“, – ნათქამია საელჩოს განცხადებაში.

ავსტრიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ

საქართველოში ავსტრიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია ავსტრიის საელჩოს სამძიმარში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვედეთის საელჩო – მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერს შვედეთის საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სლოვაკეთის ელჩი – მწუხარებას გამოვთქვამ ილია მეორის გარდაცვალების გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს

საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, – წერს საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს“, – წერს არაბული მედია.

ბოლო სიახლეები