საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.
„მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს დიპლომატიურმა მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა, ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.