ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს
საქართველოს მთავრობამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).
"ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება.
ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება:
"ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:
ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის სესხის გასაცემად გამოყენებაზე
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.
დონალდ ტრამპი – კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.ტრამპის თქმით, კანადამ გაავრცელა რეკლამა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა და სწორედ ამ მიზეზით წყვეტს ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს.„კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა…“ – არუნ ხათრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ავრცელებს, სადაც ქალი ქარელის რაიონიდან ჰყვება, რომ მისმა ვიდეობმა მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეაძლებინა.„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.
