ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ევროპის ექვსგზის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართეს, მეტოქე იოლად 64:7 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 10 ლელო დადეს, თავი დავით არობელიძემ (2), ლუკა ტაბატაძემ (2), ანდრია ბილანიშვილმა, გიორგი ზაზაძემ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ავთანდილ ზვიადაძემ, გოჩა ფიცხელაურმა და საბა გიორგიძემ გამოიჩინეს, გარდასახვები კი დავით არობელიძემ (5) და მათე მახარაძემ (2) შეასრულეს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს გამართვს, ნახევარფინალში მათი მეტოქე მოგვიანებით ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გაირკვევა.

