ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

„სასწრაფოა, გთხოვთ გაავრცელეთ…“ – 21 წლის ბიჭი „ბოლო ზარზე“, სკოლასთან ქალს შეეჯახა | დაშავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლასთან “ბოლო ზარის” ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.

დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

„159 სკოლასთან დედაჩემს დაეჯახნენ. ახლა მორჩა ოპერაცია. კერავენ, ყველა მყესი გაწყვეტილი ჰქონდა, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი მართლა არ მეგონა თუ გადაურჩენდნენ.

საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და უბრალოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგარიყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ.

სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი დიდი რაოდენობით. მე-4 დადებითი აქვს დედას, მაგრამ გადავცვლითო, ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ. “მედისონში” სისხლის ბანკში ბარდება ალეკო გობრონიძის 27-ში, თეა გიორგაძის სახელზე”, – წერს დაშავებულის შვილი”.

ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 592006077.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კუნძულ კრეტაზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტაზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ამის შესახებ „ეურონიუსი“ იტყობინება.მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:19 საათზე, ჰერაკლიონიდან 56 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.ბიძგები განსაკუთრებით იგრძნობოდა ეგეოსის კუნძულებზე.საბერძნეთის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.      ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი - მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.     325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.     წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.    ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

შალვა პაპუაშვილი – ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც პაპუაშვილი წერს, „ენჯეოების“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი – ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.„საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ (!) არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

დონალდ ტრამპი – საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის

ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.„საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – წერს ტრამპი.შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა...

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ირაკლი რუხაძის მოსმენის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ტელევიზიის მისაკუთრების ფაქტები გაიხსენა.„როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძველი ჰქონდათ "იმედში" შეჭრის (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა გაეფორმებინათ), აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინეს მთელმა რიგმა სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, პროკურატურამ, სასამართლომ... ძველი თარიღებით ხდებოდა მთელი რიგი გადაწყვეტილებების გაფორმება, რათა ასეთი ყალბი დოკუმენტებით გაემართლებინათ ტკ „იმედში“ შეჭრა და დარბევა,“- განაცხადა დეპუტატმა.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული, ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებული აზრი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას სურდა, საქართველოს რკინიგზა, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატებოდა, გაეცვალა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ზარალიანი კომპანია იყო.„თუ რამდენად სურდა სააკაშვილის მთელი სატელევიზიო სივრცის კონტროლი, კარგად ჩანს იქიდან, რომ ის ცდილობდა, საქართველოს უმსხვილესი აქტივი - საქართველოს რკინიგზა - ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანია იმედში გაეცვალა. მატერიალური თვალსაზრისით, საქართველოს რკინიგზაზე ღირებული აქტივი ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. შესაბამისად, ადვილად გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული აზრი. სწორედ მაშინ, ამ შეთავაზების პასუხად, გაჟღერდა ბადრი პატარაშვილის ცნობილი ფრაზა - „იმედი არ იყიდება!“ ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ფიზიკური ძალით გადაწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ განადგურება და საბოლოო დარტყმა „იმედზე“ 7 ნოემბერს მიიტანეს.სხვათა შორის, ამ დღეს იქ ვიყავი, ტელეკომპანიასთან მივედი და ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მომცა. მოგვიანებით, როდესაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა იურიდიული საფუძვლით მოხდა (რაიმე დოკუმენტი ხომ უნდა არსებულიყო?!) იმედში შეჭრის, აღმოვაჩინეთ, რომ სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც იყო დიმიტრი ქიტოშვილი. ძველი თარიღებით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების გაფორმება არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, არამედ პროკურატურასა და სასამართლოშიც. ეს ყველაფერი დეტალურად წერია სახალხო დამცველის მაშინდელ ანგარიშში და ეს უნდა გამოვიყენოთ კომისიის საბოლოო დასკვნაში, როცა შევეხებით მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის არ არსებობას ნაცრეჟიმის დროს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები