ორშაბათი, აგვისტო 11, 2025

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია… – რა საიდუმლოს ინახავს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ამ ხატს უკავშირდება.

იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც იმ ტერიტორიაზე აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს:

“დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო”.

მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული – დაბადებიდან უსინათლო ადამიანს თვალი აეხილა! ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.
სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. ორშაბათობით, დილას, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტარდება ლოცვა, დაესწარით, მოილოცეთ, გულით შესთხოვეთ და გულმოწყალე დედა შეგეწევათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რობერტ ფიცო – უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია.„მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა“, – განაცხადა ფიცომ.ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად ეხმარებიან უკრაინას.„თუმცა კარგი მეზობლური ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი. უკრაინა ელოდება, რომ ყველამ მიაღწიოს შეთანხმებას მასთან ყოველთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიწოდებით. მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეწყვიტა გაზის მიწოდება სლოვაკეთში უკრაინული ტერიტორიის მეშვეობით, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სლოვაკეთს“, – აღნიშნა ფიცომ.სლოვაკეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა დაამახინჯა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში.„ყველა აზრი, რომელიც განსხვავდება სავალდებულო აზრისგან, მკაცრად არის დაგმობილი, მაშინაც კი, თუ ის ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას. უკრაინული დიპლომატიის პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებული აზრის უფლება, რომელიც ნორმალური გზით არის გადმოცემული, წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს და ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის დასასრულის დაწყებას“, – აღნიშნა ფიცომ.მისივე თქმით, ემხროებოდა განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებას, მაშინაც კი, თუ ეს ნერვიულობას იწვევდა კოლეგებში ევროკავშირსა და უკრაინაში.უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი შახმარლოა.ბიძგების სიმძლავრემ 2.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჩვენ პატარა მარიამს ვჭირდებით , ვაგრძელებთ მისთვის თანხის შეგროვებას

გააზიარეთ გთხოვთ გული მიკვდება ამ კადრს რომ ვუყურებ . ჩვენ პატარა მარიამს ვჭირდებით , ვაგრძელებთ მისთვის თანხის შეგროვებას . ანგარიშის ნომრები კომენტარის ველში-წერს გივიკო დიდიაGE46BG0000000035191000GEL საქართველოGE93TB7657845064300105 თიბისი39001039112 მიმღები:ლანა ხარებავა.საკონტაქტო ნომერი: 575757687 

გიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია

არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების უკრაინაში გაყვანის საკითხზე საუბრისას.„კრიმინალური წარსული არ არის ამ ადამიანების ერთადერთი მახასიათებელი. ბევრი არიან, ადამიანები მოდიან რუსეთიდან, რუსეთმა დაუშვა მათი წამოსვლა - კიდევ უკრაინელები, რომლებიც აგროვებენ ხალხს ბრძოლის ველზე გასაყვანად.რასაკვირველია, არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირებთან დაკავშირებით განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არის ნგრევა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და იზმირში იგრძნობოდა. თურქული მედიის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები კვლავ გრძელდება.სინდირგის მერის განცხადებით, ჩამონგრეულია 10 შენობა. მისი განმარტებით, მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს. მან დასძინა, რომ გრძელდება ორი ადამიანის ძებნა."ვუსამძიმრებ ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა ბალიქესირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომელიც მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. ჩვენმა ყველა შესაბამისმა უწყებამ თავიდანვე მიიღო ზომები და დგამს საჭირო ნაბიჯებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს", - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ბოლო სიახლეები