7 მარტს, გურჯაანის კულტურის ცენტრში მომღერლისა და კომპოზიტორის, დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.
დათო კენჭიაშვილმა, სიმღერა – „ინათებს“ 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი.
„ინათებს“ – ტექსტის და მუსიკის ავტორი: თეონა ქუმსიაშვილი“, – წერს დათო კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

