შაბათი, დეკემბერი 28, 2024

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.

გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს.

დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვატო შაქარიშვილი – ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც საქართველო გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი. „ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია და განადგურებისთვის გაწირა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა და გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს. ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი“, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, იაპონიის საზღვრის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილოეთით, იუჟნო-სახალინსკიდან 643 კილომეტრის დაშორებით. შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 16:47 საათზე. ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლისა და ზიანის შესახებ არ გავრცელებულა. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მსგავსი მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ზონა ტექტონიკურ ფირფიტებზე მდებარეობს და სეისმურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, იანვრიდან პენსიის შედარებით მცირე ოდენობით გაზრდა იყო დაგეგმილი. ეს ეხებოდა მხოლოდ 70 წლამდე პენსიონერებს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებს პენსია თავდაპირველადაც 35 ლარით უნდა გაზრდოდათ. რაც შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს იგეგმებოდა რომ მათი სახელმწიფო გასაცემელი 20 ლარით, 335 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 400 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, სწორედ ამ კატეგორიის პირთათვის შეიცვალა ოდენობა და საბოლოოდ, ბიუჯეტის დამტკიცებულ ვარიანტში აისახა, რომ იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვისაც 35 ლარით გაეზრდებათ სახელმწიფო გასაცემელი. ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდაც 35 ლარით.

ირაკლი კობახიძე – ხელოვანების ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, ვინც ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორც საუკუნის წინ ქართველი ბოლშევიკები

ბულინგი, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენაა. ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგვახვიეს თავს ეს უმძიმესი იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ თავს მოგვახვიეს ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი და ლიბერალური ფაშიზმი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც ერთი საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. თანამედროვე ლიბერალურ ფაშისტებსა და 100 წლის წინ მოქმედ ბოლშევიკებს შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები