სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს, ილია მეორეს სამგლოვიარო მსვლელობით საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ.
სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

