ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

სალომე სამადაშვილი: სადავო მოსამართლეების უვადოდ გამწესება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს. ამის შესახებ 1tv წერს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესება, რომლებთან დაკავშირებითაც შეკითხვები არსებობს, ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

“პრემიერის განცხადება, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ისევ საზოგადოებისთვის, თითქოს ხელისუფლება არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომლის შედეგადაც ჩვენს სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომელთა მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები. მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერმინისტრი თავისი განცხადებებით უბრალოდ, ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასმართლო ხელისუფლება, რაც ყველა ჩვენგანმა იცის, რომ არის უბრალოდ სიცრუე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მმართველ გუნდში მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე 22 თებერვალს დანიშნა.

უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეთა სიაში იყვნენ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განამწესა მოსამართლედ.

უვადოდ გამწსებულ მოსამართლეებს შორის არიან ასევე „რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები 6 თებერვალს მასკატშია დაგეგმილი, მადლობა ომანელ ძმებს ყველა საჭირო ზომის მიღებისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქში გაიმართება.„შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები პარასკევს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე მასკატშია დაგეგმილი. მადლობელი ვარ ჩვენი ომანელი ძმების ყველა საჭირო ზომის მიღებისთვის“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე.მანამდე „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართებოდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – 2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რიცხვიც.„ფრონტის ხაზი თუ გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. ამ ომს თუ წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. თუმცა, მისივე თქმით, „ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება მათ ქვეყანაში მოხდეს“.„მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი დარტყმას ყველგან განახორციელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რაც უფრო ძლიერია ფრანგული დახმარება“, მით უფრო ნაკლებია „შანსი“, რომ ეს ომი საფრანგეთამდე მივიდეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი იასპარეზებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს

მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შემდეგ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებმა მოსკოვზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ.„უკრაინის პოზიცია ნათელია. ომი ნამდვილად უნდა დასრულდეს. რუსეთი ამისთვის მზად უნდა იყოს. პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ, რომ ეს რეალური გარანტიებით, უსაფრთხოების გარანტიებით და აგრესორზე რეალური ზეწოლის მოხდენით უზრუნველყონ. ეს ახლა უნდა იგრძნობოდეს, უკრაინელმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ვითარება ნამდვილად მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ მიდის და არა რუსეთის მიერ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებისა და თავდასხმების გაგრძელებისკენ. აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან თუ რაიმე ჯილდო მიენიჭება, რუსეთი საბოლოოდ დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების ფონზე ელოდება, რომ ტყვეების მორიგი გაცვლა მალე მოხდება.„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მალე ველოდებით სამხედრო ტყვეების გაცვლას. პატიმრები სახლში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„პოლიტიკო“ – ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწია

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, სავაჭრო საკითხებში ევროპარლამენტის წამყვანმა კანონმდებლებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამრეწველო საქონელსა და ლობსტერზე ტარიფების მოხსნის შესახებ პლენარული კენჭისყრა, სავარაუდოდ, მარტში გაიმართება. იქამდე კი ევროპარლამენტის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტში კენჭისყრა 24 თებერვალს შედგება.სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები პაქტის განხორციელების პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ, დღევანდელ შეხვედრაზე დარჩენილი დაბრკოლებების მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. საუბარია ამერიკულ სამრეწველო საქონელსა და ლობსტერებზე ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციაზე. ვაშინგტონმა უკვე შეამცირა ტარიფები ევროპულ მანქანებზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა წარადგინა ის კანონმდებლობა, რომელზეც ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ კამათობენ.„ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ძლიერი, გაერთიანებული ევროპა გვჭირდება. ეს არ არის ტაქტიკის, პოლიტიკური პრეფერენციების ან ეროვნული რეფლექსიის საკითხი – ეს ევროპული საკითხია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუშაობას გავაგრძელებთ და კომიტეტში კენჭისყრას 24 თებერვალს ჩავატარებთ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა კი სავარაუდოდ, 11 მარტს მოგვიწევს. ჩვენ გვაქვს მართლაც კარგი შესწორებების მთელი პაკეტი, რომელიც მომავალ სამშაბათს დასრულდება“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა.

ბოლო სიახლეები