კვირა, მაისი 18, 2025

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატის წევრებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოვიდა.

მიმართვის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სენატორებს მიმართა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგონ წუთიერი დუმილით.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს გარკვეული დროის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო დღეს ქვეყანა ნელ-ნელა ექცევა რუსულ ორბიტაზე, არსებულ რეალობას კი ევროპული პასუხი არ შეესაბამება.

„საქართველოს გარკვეული დროის წინ კანდიდატის სტატუსი მისცეს, დღეს კი იგივე ქვეყანა ნელ-ნელა ჩათრეული ხდება რუსულ ორბიტაზე და ევროპული პასუხი არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ ქართული კრიზისი, ეს არის გამოწვევა ევროპისთვის, გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიისთვის საქართველოში და ასევე ევროპაშიც. საქართველოში ერთ წელიწადში თუ დაშლიან დემოკრატიულ მექანიზმებს, ამდენწლიანი თქვენი დახმარება, რომლითაც შეიქმნა თავისუფალი მედია, გაუმჯობესდა ინსტიტუტები, ეს რას მეტყველებს დემოკრატიაზე, თუ ეს სისტემა ასეთი მარტივი დასაშლელია. ეს იქნება გზავნილი, რომ დემოკრატია არის მსხვრევადი სისტემა, საქართველოს მოსახლეობა მზად არის წინააღმდეგობის გასაწევად, საქართველო არ არის რომელიმე შემთხვევითი ქვეყანა, საქართველო არის ევროპის მეზობლად, აქ არის სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, მშვიდობა სომხეთში, რომელიც ძალიან მყიფეა და მისი გზა ევროპისკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო თუ ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში ევროპის პოზიციებს, როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად, ასევე მსოფლიოში ევროპას ზიანს მიაყენებს.

„ნება მომეცით, პირდაპირი ვიყო, თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის ხელშესაწყობადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, თუ ის მკაფიოდ ვერ უპასუხებს ერთ პატარა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში, რომელსაც იტაცებს რეპრესიული რეჟიმი, ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და მას რეალური ძალა არ აქვს. ამ ყველაფერს რუსეთი აკვირდება და შემდეგ ნაბიჯებს გეგმავს, რაც ვერ მოახერხეს ტანკებით 2008 წელს და უკრაინაში წამოწყებული ომით, ახლა ცდილობს ჰიბრიდული გზით მიაღწიოს და ჩუმად დაიპყროს საქართველო. ეს ახალი მიდგომა არ საჭიროებს არმიას, მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო – მანიპულაცია არჩევნებში, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ასევე ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან მიიტაცებს სხვადასხვა ინსტიტუტებს. რუსეთი უკრაინაში თუ ვერ მოიგებს ომს და ის ვერ იგებს ომს სამხედრო ძალით, მაშინ შეეცდებიან, პოლიტიკური გზით მიაღწიონ მიზნებს, უკრაინაში არჩევნების მანიპულირებით მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, შეეცადონ, შიგნიდან გატეხონ სისტემა, როგორც ამას საქართველოში ცდილობენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ჰიბრიდული მიდგომა თუ გამართლდება, მისი გადამღერება შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც.

„საქართველომ არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში იცოდა, როგორ უნდა გამკლავებოდა საფრთხეებს, თუმცა ეს ახალი მეთოდი დანერგილი იქნება სხვა ქვეყნებშიც, იქნება ეს მოლდოვა თუ სხვა. რაც უნდა გავაკეთოთ – ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საპასუხო სტრატეგიით. ეს ჩვენი ბრძოლაა და ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყონ არჩევნების დაცვა. ამავე დროს ახალი არჩევნები იქნება უსარგებლო, თუ არ გვექნება ახალი, მკაცრი წესები. ამჟამად ამ მიდგომით არჩევნებს აყალბებენ წინასწარ, არჩევნების დღემდე. საქართველოს ხალხის უდიდესი ნაწილი პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების ამ მიტაცებას. დაიცავით ის ღირებულებები, რომლებსაც ხელს უწყობდით, იქნება ეს თავისუფალი მედია, მართლმსაჯულება თუ სხვა. ამით მნიშვნელოვან გზავნილს გავუგზავნით ყველა ავტოკრატს. ძვირფასო მეგობრებო, ჩეხმა ხალხმა იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, იცის რას ნიშნავს პროპაგანდა და თქვენ უკვე ერთხელ აჩვენეთ, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება. თავისუფლება საჭიროებს დაცვას ქუჩებში, ინსტიტუტებში, მოქალაქეებში. საქართველო დღეს ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენს ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, ჩვენს გვერდით დადგეთ, ხმა აიმაღლოთ, ისაუბროთ მკაფიოდ და ცხადად, იმოქმედოთ გამიზნულად, რადგან თუ ჩვენ დღეს საქართველოს ვერ დავიცავთ, შეიძლება, ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ. დღევანდელი რეზოლუციით ჩეხეთის სენატმა აჩვენა მაგალითი მხარდაჭერისა, ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ევროპული ქვეყნებისთვის. ქართველი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გითხრათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს."18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„დანა გულში ჩაარტყეს…“ – ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.,,გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა“,- ამბობენ ადგილობრივები რეგიონალურ მედიასთან.არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10.„ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები“.ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს პსჟ-ის სტაჟიანი წევრი იყოს. კვარაცხელიამ უპასუხა:„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ“.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის და „რეალურ და რაციონალურ“ მიდგომას.„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი, ძვირადღირებული და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამიტომ, არ გვინდა, ჩაბმული ვიყოთ უსასრულო მოლაპარაკებების პროცესში, უნდა იყოს გარკვეული პროგრესი, გარკვეული წინსვლა. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მივიღებთ ორივე მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, და ის აჩვენებს, რომ ორივე მხარე მიდის დათმობებზე და არის რეალისტური და რაციონალური თავის მიდგომაში, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. თუკი ის, რასაც ვხედავთ, არ იქნება ძალიან პროდუქტიული, შესაძლოა, გვქონდეს სხვა შეფასება“, – განაცხადა რუბიომ.რუბიომ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი იქნება „საკმარისად ახლოს იმასთან, რაც უნდათ უკრაინელებს, რათა შესაძლებელი იყოს ამ მომენტამდე მისვლა და, შესაძლოა, ამ უთანხმოებების გადაჭრა“.რუბიომ ასევე განაცხადა, რომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, დაეხმაროს ჩიხიდან გამოსვლაში, არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.ამასთან, რუბიოს თქმით, ვატიკანმა ძალიან კეთილშობილური შეთავაზება გააკეთა ნებისმიერი შეხვედრის მასპინძლობის შესახებ.„სხვათა შორის, არამხოლოდ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის, არამედ ნებისმიერი შეხვედრის, მათ შორის ტექნიკურ დონეზე. ეს არის ძალიან კეთილშობილური შეთავაზება. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა მხარე თავს კომფორტულად იგრძნობს. ასე რომ, იმედია, მივაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც მოლაპარაკებები რეგულარულად გაიმართება“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები არსებული ჩიხიდან გაიყვანოს, არის „პირდაპირი მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის“.რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა „უკვე ღიად გამოხატა სურვილი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.“ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა შეხვედრა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრის ორგანიზება გარკვეულ მუშაობას მოითხოვს.„ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება. მას სურს ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. რუსულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა ამის გასაკეთებლად. ამიტომ, ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა”, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები