ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

სალომე ზურაბიშვილი რთველში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი რთველში მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ფოტოებს Facebook-ზე ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, საგნებთან ერთად, ჩვენს შვილებს ასწავლით ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს

პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.„მასწავლებლობა, როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.„მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი, ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია. მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადება – ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ  სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის -  2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის-განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ალექსი ახვლედიანი – როგორც ვიცი, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს“.ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორია იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატით შეივსო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, იაპონური წარმოების Toshiba-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატი - Core Vision (Toshiba) გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ულტრაბგერითი აპარატი უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიულ კომპლექსში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში განთავსდა. საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ახალი აპარატურა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის - გერბერტ ვოლობუევის უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა.როგორც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე აღნიშნავს, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ახალი სამედიცინო-ტექნიკური დანიშნულების აპარატურით გაძლიერება ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს საუნივერსიტეტო გარემოში დაეუფლონ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი სტუდენტებს ამზადებს ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფლობს ამერიკულ საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. დეპარტამენტში მოქმედებს სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია წამყვანი ამერიკული კომპანიის - Fluke-ს აპარატურით. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, ჩავრთოთ ახალგაზრდები სამეცნიერო-კვლევით და საინჟინრო-პრაქტიკულ სამუშაოებში. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლონ სამედიცინო ტექნიკის დაკალიბრება-დამოწმება, ხარისხის კონტროლის ექსპერტიზის ჩატარება, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების გაცემა და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის ექსპერტული მომსახურების გაწევა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ახალი სამედიცინო აპარატურით საუნივერსიტეტო ლაბორატორიის გაძლიერება ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სწავლების პროცესში, ადგილზევე დაეუფლონ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს. ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდაში უნივერსიტეტს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს პარტნიორი ორგანიზაციის - ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი Core Vision-ი, რომელიც TOSHIBA-ს თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“, - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.

ბოლო სიახლეები