კვირა, ივნისი 15, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“

ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“- ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა.

„დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია. იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით – ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია – არ ვიცი.

მეორე მხარე – მოსახლეობა, რომლებიც ორ წელიწად-ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე, ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ, ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა.

ასე რომ, რამდენ ხანს, როგორ, რა თარიღში – ვფიქრობ, რომ თარიღს გარედან ველით. ორი რამის მოლოდინი შეგვიძლია ევროკავშირისგან:

პირველი – აღწერონ ვითარება, თქვან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიიტაცა და ეს არის რაც ხდება – სახელმწიფო, დემოკრატია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც რუსეთში. ერთი პარტია, ერთი კაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ეს უნდა ითქვას, უბრალოდ გაყალბებული არჩევნები არ არის, უბრალოდ ავტორიტარული გადახვევა არ არის დემოკრატიული გზიდან, რომელსაც საქართველო მიყვებოდა.

იმის აღწერისა და თქმით შემდეგ, რაც ხდება, შემდეგი ეტაპია იმის თქმა: „გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენს მომავალზე. ჩვენ საქართველოს ან ქართველებს არ ვსჯით, არამედ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ და ამას უნდა ელოდოთ“. მაგრამ ეს თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება 4 ოქტომბერი იყოს – მაშინ გქონდეთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ან ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები…

„პირობითობის“ პოლიტიკა, რომლისკენაც მოვუწოდებ, რომელიც ცოტათი აშშ-ის “MEGOBARI აქტს” ჰგავს – რომელიც იქნება, ჯერ არ არსებობს – კალენდარში უნდა იყოს ჩაწერილი. არ შეიძლება უბრალოდ ღია წინადადება იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქული მედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო, ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა.ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში? – ატომური საერთაშორისო სააგენტო საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა.„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ…“ – რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა.  

ბოლო სიახლეები