პარასკევი, მაისი 23, 2025

სალომე ზურაბიშვილი – არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების საკითხი დღეს მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი და ნანობს თუ არა დღეს ამას, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ნანობს, რადგან შეწყალებას შედეგი არ ექნებოდა.

„ნანობს ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა, არცერთი დღით  ციხიდან. მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალურიო პოზიციიდან მისაღებია. მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, ვიდრე მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს. ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥”იცოდით, რომ ვერ ვიყიდდი ხო?” – ატირებული მასწავლებელი ბოლო ზარზე

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მასწავლებელი, რომელსაც ბოლო ზარზე ბავშვებმა ტელეფონი აჩუქეს.მასწავლებლის რეაქცია, როდესაც მას მოსწავლეებმა საჩუქარი გადასცეს."იცოდით, რომ მე ჩემით ვერ ვიყიდდი?" - ამბობს ატირებული მასწავლებელი.

შალვა ნათელაშვილი-„ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე, ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.მისივე თქმით, ფანჩატურად წოდებულმა პარტიულმა ფორმატმა 4 წლის წინ ხელისუფლება ჩამოშლამდე მიიყვანა.„რაც შეეხება ფორმატებს, თქვენ აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული ის უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა. ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შარლ მიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და ფაქტობრივად, აწყობილი საქმე, უკვე პიკზე აყვანილი, ჩამოიშალა და ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც წარმოადგენს პუტინისტური რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთობა, დღეს რას ფიქრობს პირველი ლეიბორისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და რა არის წყალგამყოფი საკუთარ კოლეგებთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ, მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, არამედ ცხოვრება კარნახობს და პროცესები, რაც საზოგადოებაში დუღს.„მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა აღარ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივაღწიოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ზეწოლა ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე, „ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს და ხელისუფლების შეცვლა იქნება რეალობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებას და გაფართოებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებას და გაფართოებას.აღმასრულებელი ბრძანებები მიზნად ისახავს ენერგეტიკის დეპარტამენტში ბირთვული ენერგეტიკის კვლევის რეფორმირებას, რათა ენერგეტიკის დეპარტამენტს მიეცეს ატომური რეაქტორების აშენების შესაძლებლობა ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, განაახლოს ბირთვული მარეგულირებელი კომისია და გააფართოოს ურანის მოპოვება და გამდიდრება აშშ-ში.ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე მიზნად ისახავს, დააჩქაროს ბირთვული რეაქტორების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესების განხილვა და მარეგულირებელი პროცესები. ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება მოიცავს დებულებას, რომელიც ავალდებულებს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას, მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული რეაქტორების ახალი ლიცენზიების შესახებ 18 თვის განმავლობაში.ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ორიენტირებულია სამეცნიერო სტანდარტების დაწესებაზე ფედერალურ კვლევით სააგენტოებში. ბირთვული ენერგია განიხილება, როგორც წიაღისეული საწვავებისგან თავის დაღწევის და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საშუალებად, რადგან ბირთვული ენერგია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაწვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მზის და ქარის ენერგიის წარმოება შეერთებულ შტატებში გასული ათწლეულის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, არსებობს შეშფოთება, რომ ენერგიის ხელმისაწვდომი წყაროები ვერ შეძლებენ ენერგიის უზარმაზარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს

გარყვნილი ქმედება შიდა ქართლში.პოლიციამ 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

Amnesty International – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება , - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირია.“მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები საქართველოს მასშტაბით იმართება, პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირი ხდება.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება”, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები