პარასკევი, აგვისტო 1, 2025

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ

პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომას ეხმაურება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 1-ელი აგვისტო იქნება დღე, რომელიც ყველას შეეხება და ყველას ლუსტრაცია მოხდება.

„1-ელი აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (სახელის ესოდენ დისკრედიტაცია რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….

ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სავლე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.

ეს დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას „ნაცების“ მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!

აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები