შაბათი, სექტემბერი 19, 2026

საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირებულთან რაოდენობის შედარებით კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა. ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას – მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესსა და ამ თემაზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 233 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 276 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 666 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 484 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 765 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 901 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და დიდ ბრიტანეთში საქართველო ელჩმა სოფო ქაცარავამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს – ხარჯებს სრულად...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს.უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.„გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა გასულ წელს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა, აღმავალი...

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.„ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში.  სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს,  ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი,  24% მოდის.მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები.„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ  ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ ფერმერს. სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ქართული მიწა ჩვენი ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ძალად და განვითარების მყარ საფუძვლად იქცა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერმერის დღეს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – არ ვცნობთ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა – მათ შედეგს არავითარი იურიდიული...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ევროკავშირის სახელით - სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, - წერია განცხადებაში.განცხადებაში ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობის მეშვეობით.ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააღმზრდელო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს 184 საბავშვო ბაგა-ბაღი.ამასტან, სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების უდიდესი უმრავლესობა, კერძოდ, 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, ზრუნვას აღსაზრდელებზე და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას პროდუქციის მიღებიდან საბოლოო მოხმარებამდე. დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი. ამ ეტაპზე, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მიწოდება დროებით შეჩერებულია შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ავადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით.აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტების, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების მიერვე მოწმდება ბაღში არსებული გარემო, ასევე პროდუქტების საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი, წარმოების ვადები და ასე შემდეგ.კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუთმენლად ელოდება სპეციალისტების დასკვნას, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აძლევს ჩვენებას.არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც, ის სასამართლოს დისტანციურად ერთვება. მას ჩვენებაც გამოძიების ეტაპზე მსგავს რეჟიმში აქვს მიცემული.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის მიხედვით, სხდომაზე, ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს, რაც სხდომის დახურვის საფუძველია.აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, დაკითხულ მოწმეებს ჩვენებები არასაიდუმლო რეჟიმში აქვთ მიცემული და მათ მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი საჯაროდ არის ცნობილი. რის გამოც, პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის, არიან ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია.ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ბოლო სიახლეები