ამიერიდან WhatsApp-ის მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ საიდუმლო წვდომის კოდი პრივატულ ჩატებში, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალონ. ინფორმაცია ოფიციალურ ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პაროლი მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყენებს. კოდი ასევე სასარგებლო იქნება, თუ სმარტფონი მესამე მხარის ხელში მოხვდება.