პარასკევი, სექტემბერი 19, 2025

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე საერთაშორისო რეგულარული ფრენების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვის ბოლო ვადად 2020 წლის 30 სექტემბერი სახელდებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 19 სექტემბერს, მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი"როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: - "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი".ლოცვაჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მიხეილ სააკაშვილი – მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა, ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას და საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება

ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.„მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას. ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო. იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.ამიტომ აქ, არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ რაც ქოცები მოშორდებიან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს

ელენე ხოშტარიას რუსეთის ბიუჯეტიდან ისეთი რაოდენობის რუბლი ჩამოუვიდა, ამას რაღაც გამართლება უნდა მისცეს და ევროპისთვის „თავგანწირული ბრძოლა“ აჩვენოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს.„ელენე ხოშტარიას რუსეთის ბიუჯეტიდან ისეთი რაოდენობის რუბლები ჩამოუვიდა, ამას რაღაც გამართლება უნდა მისცეს და ევროპისთვის „თავგანწირული ბრძოლა“ უნდა აჩვენოს. საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი კი ქვეყნის მეთაურები უნდა გახდნენ. რასაკვირველია, ამას გარკვეული ნაბიჯის გადადგმა სჭირდებოდა, რომელიც ერთი მიმართულებით გადაიდგა. ეს თვითდაზიანება და თვითდაპატიმრებაა, რაც ადრეც მოხდა, როცა იმ ადამიანებმა პოლიტიკურ ქოლგას შეაფარეს თავი, ვინც თაღლითობა ჩაიდინა. კანონს ეწინააღმდეგებიან და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან. დიდი მიზანია, რომ როგორმე უცხოეთიდან კრიტიკა იყოს, რომ ქუჩაში ადამიანები გამოიყვანონ და სისხლისღვრა გამართონ, რაც უკრაინაში მოხდა. ამას არც მალავენ. მათი მიზანია, მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზვიად ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს, რის გამოც პროკურატურა ზვიად ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ასევე, პროკურორი საუბრობდა ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატმა სასამართლოს ზვიადაურის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს – ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს, ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში. ეს არის ე.წ. დიფ სთეითი. ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ. ეს სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები