პარასკევი, ივლისი 11, 2025

საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტო, საგარეჯოში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნათია თურნავამ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ღონისძიების სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.ღია სესია ასევე მოიცავდა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის, სერჰატ ქოსალის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC) დაკავშირებული ორგანოების და დამკვირვებელი ინსტიტუტების გამოსვლებს.ნათია თურნავას განცხადებით, გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა გასული წლები რთულად გადასალახი გახადა, განსაკუთრებით ამ ბანკისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.„ამიტომ მნიშვნელოვანია, პატივისცემით ვახსენოთ ბანკისა და მისი პასუხისმგებელი აქციონერების ძალისხმევა. მჯერა, რომ აქციონერები გააგრძელებენ ამ პროცესის მართვას იმავე პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და ერთგულებით, რაც აქამდე ახასიათებდა ჩვენს საერთო ძალისხმევას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.სომხეთში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.BSTDB-ს მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმის ძირითადი სადისკუსიო თემები შავი ზღვის რეგიონში მცირე ეკონომიკებისთვის მდგრადობის მხარდაჭერას და BSTDB-სთან პარტნიორობის ფარგლებში შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარებას უკავშირდებოდა.ბიზნესფორუმი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის საზეიმო მიმართვით გაიხსნა.ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი და რუმინეთი. BSTDB ხელს უწყობს თავისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით

ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, „ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“.„ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის. სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

ნახეთ, ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას-დაგროვებითი პენსია 22 135-მა პირმა გაიტანა – ჯამურად 89.3 მლნ ლარი

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 623 ათასი ადამიანია. ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.მათივე ცნობით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 135-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 89.3 მლნ ლარი.„ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანასაპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

მედია: ღაზაში, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ, დაიღუპა 82 ადამიანი

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებია. "ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.მედია, წერს, რომ 15 ადამიანი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან დაიღუპა, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ.ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელის პირობებს დათანხმდება.

ბოლო სიახლეები