ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.

მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.

ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.

საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდიდან ვიწყებთ ეფრემ ასურის ძლიერი ლოცვის კითხვას

მართლმადიდებლები და მორწმუნენი, ეფრემ ასურის ლოცვის იგივე სინანულის კანონის კითხვას ორშაბათიდან იწყებენ. ეს ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინა ლოცვების შემდეგ იკითხება.ლოცვის კითხვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან ვიწყებთ და ვკითხულობთ პარასკევის დილის ჩათვლით, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან ისევ ვაგრძელებთ და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვკითხულობთ ვნების კვირის ოთხშაბათის დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე.ლოცვა ეფრემ ასურისა უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).***ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ, მსგავსი გარეგნობა, ერთნაირი სახელი და გვარი – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

იშვიათი მოვლენა მოხდა ლონდონიდან ბანგკოკში ფრენის დროს, სადაც „კლონირებული“ მგზავრები ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და აღმოაჩინეს თითქმის წარმოუდგენელი დამთხვევების სერია, რომელმაც უკიდურესობამდე მიაღწია.ამ ისტორიის მთავარი გმირი არის მარკ გარლანდი კვადრატში. რეალურად ორი მთავარი გმირია და ორივეს მარკ გარლანდი ჰქვია. როგორც მედია იტყობინება, თვითმფრინავში ასვლამდე შემოწმების დროს მოხდა გაუგებრობა, როდესაც ოპერატორებმა ჰკითხეს ერთ-ერთს, მარკ გარლანდს, რატომ გადიოდა განმეორებით რეგიოსტრაციას. კაცმა უპასუხა, რომ ის პირველად დარეგისტრირდა და ოპერატორებმა, უფრო საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ბორტზე ორი მარკ გარლანდი იყო.ჯერჯერობით უცნაური არაფერია, ეს იყო სახელისა და გვარის დამთხვევა თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს. თუმცა, ბედმა მათ სასაცილო ხუმრობა მოუმზადა, რადგან ორი მარკ გარლანდი ერთმანეთის გვერდით მოხვდა.ორივემ აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, არამედ, როცა ერთმანეთს  აკვირდებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს სარკეში იყურებოდნენ, რადგან წარმოუდგენლად მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ, დაწყებული „მელოტი თავით“. მათ გვერდიგვერდ იმოგზაურეს 11 საათის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები. ორი მარკიდან ერთი ფაქტობრივად არის ავტობუსის მძღოლი, რომლითაც მეორე მარკი ხშირად მგზავრობს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, მათ აღმოაჩინეს, რომ ორივეს ოთხი შვილი ჰყავდა.მოგზაურობის დასასრულს, ორი მარკი მართლაც განუყოფელი გახდა იმ დონემდე, რომ უმცროსმა თქვა, რომ მოგზაურობის დროს მარკს თავი მის მხარზე ედო. - წერს უცხოური მედია

Financial Times – უკრაინამ და აშშ-მა მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შეთანხმების პირობებზე. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.როგორც მედია წერს, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპი ელოდება, რომ ზელენსკი ამას ხელს მოაწერს – თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტს, თუმცა მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე ან მომდევნო კვირაში მოხდეს.„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.

ბოლო სიახლეები