ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატების მთავრობამ შეფასება გააკეთა და დაასკვნა, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში სამხედრო დანაშაულია.
„ჩვენ ვნახეთ და გავეცანით მრავალ სანდო ინფორმაციას თავდასხმების შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ისახავენ მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის მიტანას.
რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო მანქანები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა“, – აღნიშნა ბლინკენმა.