პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ფილარმონიიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
დღევანდელი მსვლელობა ლოზუნგით: „გვახსოვს გავრილოვის ღამე“, ე.წ. გავრილოვის ღამის 7 წლისთავს მიეძღვნა .
მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

