რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ქართველი გმირების ფოტოები მიიტანეს

საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს – დავით ქართველიშვილი
გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.ექსპერტის თქმითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები და მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები არიან.„ფსიქოლოგიაში ხშირად გვხვდება იმის მაგალითები, თუ როგორ ითვისებენ შინაური ცხოველები (განსაკუთრებით − ძაღლები და კატები) საკუთარი პატრონების თვისებებს, ტემპერამენტს, გარეგნულ ნიშნებს (გადატანითი მნიშვნელობით). არსებობს ასეთი „ავატარული“ მიდრეკილება ნივთებთანაც, მაგალითად ავტომობილთან, სახლთან თუ სამუშაო მაგიდასთან. ახასიათებთ ასეთი მიმსგავსებითი ტენდენცია პირად მცველებს, ქვეშევრდომებს − პოლიტიკოსებთან, თავის ხელმძღვანელებთან: ისინი ხშირად საუბრით და ქცევითი მანერითაც ჰბაძავენ მათ.გრძელდება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის მთავარ დაუსწრებელ გმირებად სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ჩვენს უახლოეს ისტორიაში იმ შავ ლაქად ქცეული პერიოდის კრებსითი სახეები. თავისი პოლიტიკური ჯალათების ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ლაქიები, მათი სისხლიანი ფინანსური პირამიდის ტექნიკური შემქმნელები და „გამპრავებლები“. მაგრამ ამ მონურ მორჩილებაშიც ისინი არ არიან „ავთენტურები“ − კომისიური მოსმენების დროს ხშირად გვიწევდა მსოფლიოს ასევე უახლოეს ისტორიასთან მეხსიერებითი დაბრუნება და საკუთარი თავის „დეჟა-ვუში“ გამოჭერა: რომ ოდესღაც ვიღაც ზუსტად ასე ემსახურებოდა რომელიღაც დიქტატორულ და ფაშისტურ რეჟიმს.ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს ასევე არსებობდნენ ბანკირები, ფინანსისტები და მრეწველები, რომლებიც არა მხოლოდ უჭერდნენ მხარს ნაცისტურ რეჟიმს, არამედ აქტიურად იღებდნენ სარგებელს მისი კრიმინალური პოლიტიკიდან − მათ შორის ებრაელების ქონების ჩამორთმევიდან („არიზაციიდან“), იძულებითი შრომის გამოყენებიდან, სამხედრო შეკვეთებიდან, რეპრესიებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდანაც კი.გავიხსენოთ მათი პერსონები, საქმიანობა და მსხვერპლნი მათი:
ჰიალმარ შახტი (Hjalmar Schacht). თანამდებობა: რაიხსბანკის პრეზიდენტი (1933-1939), ეკონომიკის მინისტრი (1934-1937). შახტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1930-იანი წლების გერმანიის ეკონომიკურ აღმავლობაში და შეიარაღების დაფინანსებაში. მან შექმნა რეჟიმის გამდიდრების სპეციალური სქემა, ე.წ. MEFO-ს ვექსელების ფარული დაფინანსების სისტემა. ის თითქოს არ იყო ერთგული ნაცისტი, მაგრამ აქტიურად თანამშრომლობდა ჰიტლერთან. მისი საქმიანობის კრიმინალური შედეგები: შახტის ფინანსურმა პოლიტიკამ განამტკიცა რეჟიმი, რომელმაც დაიწყო ომი და ჰოლოკოსტი. მართალია, ნიურნბერგის პროცესზე ის გამართლდა, თუმცა მისი როლი ნაცისტურ გერმანიაში საკვანძო იყო.ფრიც ტისენი (Fritz Thyssen) − უმსხვილესი მრეწველი, ფოლადის იმპერიის Thyssen AG ხელმძღვანელი. აქტიურად აფინანსებდა ნაცისტებს 1930-იან წლებში. 1933 წელს მოაწერა ხელი ცნობილ „მრეწველთა წერილს“, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ ჰიტლერის კანცლერად დანიშვნას. მისი კომპანია იყენებდა სამხედრო ტყვეთა იძულებით შრომას, მონაწილეობას იღებდა და სარგებლობდა ებრაელების ქონების ჩამორთმევის პროცესებში.ემილ კრუპი და კომპანია Krupp − იარაღის მაგნატი, უმსხვილესი სამხედრო საწარმოს მმართველი. აწარმოებდა იარაღს, ტანკებსა და არტილერიას. ათასობით სამხედრო ტყვესა და მუშახელს იძულებით იყენებდა თავის უამრავ საწარმოში. აქტიურად მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში და მასზე აფუძნებდა თავის ფინანსურ პირამიდას. ნიურნბერგის პროცესზე ემილ კრუპი გასამართლებულ იქნა.სამრეწველო მაგნატი IG Farben − ქიმიური გიგანტი, „ციკლონ ბ“-ის მწარმოებელი (გაზი, რომელიც გამოიყენებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში), ამარაგებდა ნაცისტურ არმიას, მონაწილეობდა ებრაელთა ქონების ექსპროპრიაციაში. ააგო თავისი ქარხნები საკონცენტრაციო ბანაკ „აუშვიცის“ მახლობლად და იყენებდა იძულებით შრომას − ათიათასობით სამხედრო ტყვე გარდაიცვალა მძიმე შრომითა და არაადამიანური ექსპერიმენტებით. ნიურნბერგის პროცესზე IG Farben-ის ხელმძღვანელები გასამართლებულ იქნენ.Deutsche Bank, Dresdner Bank და სხვა ბანკები მონაწილეობდნენ ებრაული კომპანიების იძულებით გაყიდვაში, აფინანსებდნენ კომპანიებს, რომლებიც იყენებდნენ სამხედრო ტყვეების იძულებით შრომას. Deutsche Bank-მა მაგალითად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა IG Farben-ის მონაწილეობაში ე.წ. „არიზაციის” პროცესების დროს.ასე რომ, სააკაშვილის ჯიბის ბანკირებს რაიმე განსაკუთრებული განსხვავება თავისი გერმანელი ფაშისტ-კოლეგებისგან ნამდვილად არ გააჩნიათ. არ იყო „არიზაციის“, სამაგიეროდ იყო „ნაციზაციის“ პროცესები და ასობით-ათასობით გაუბედურებული ჩვენი ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრი. ერთ რამეშიც გვინდა დავინახოთ მსგავსება − 80 წლის წინ გერმანიაში აღდგენილ სამართლიანობასთან. ამისთვის კი საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
„ნებისმიერი სახით, საარჩევნო პროცესის ნორმალიზება არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“ – ლევან სანიკიძე ბრიტანეთის გრანტებზე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო პროგრამას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ნორმალიზება პარტნიორების მნიშვნელოვანი ამოცანაა."ნებისმიერი სახით, საარჩევნო პროცესის ნორმალიზება არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. უბრალოდ, მთავარი შეკითხვა, რაც მექნებოდა არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტი არის გაუქმებული," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.ცნობისთვის, გრანტები დიდი ბრიტანეთიდან, თბილისში განხილვის საგანია - ბრიტანეთის მთავრობა საგრანტო პროგრამას აცხადებს. დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გრანტის მიღება ქართულ ორგანიზაციებს 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება მაისიდან დეკემბრამდე, განაცხადები მიღების ბოლო ვადა კი 25 აპრილია.
გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების – მეუფე შიო
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, ქორეპისკოპოსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო განცხადებით, წელს, საქართველოში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი აღინიშნება.მისი განმარტებით, დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი გვავალდებულებს, განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე და მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან."წელს, საქართველოში აღინიშნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. მის მიერ აშენებული გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების. ეს მონასტერი ჩვენ გვავალდებულებს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე, მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან. შრომატევადი და ურთულესი საქმე, ღვთის შეწევნით დაგვირგვინდება დიდი წარმატებით და ყველანი ერად გავიხარებთ", - განაცხადა მეუფე შიომ.
ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები...
ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება."ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.