ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონსტრუქციით გზა ჩახერგეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონსტრუქციით გზა ჩახერგეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნით ცდილობენ ხელოვნური ბარიკადების აღმართვას. მათ შორის, იყენებენ ნაგვის ურნებსაც, რომ პოლიციას გადაადგილების საშუალება არ მისცენ.

მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები რჩებიან პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან. ისინი პოლიციელების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისვრიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ვარკეთილში, ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს – ჯიმ რიში

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ”,- წერს ჯიმ რიში.    

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს

ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება. „მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში. 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა „აზერბაიჯნის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

“პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი…” – ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის” დატოვების მიზეზებს განმარტავს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო დატოვა. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ სჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება. „პიარი კი არ სჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში სჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

რეჟისორი გიზო გაბესკირია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად. 1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი. გიზო გაბესკირია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).

ბოლო სიახლეები