რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს.
კრემლის ინფორმაციით, პუტინს და სი ძინპინს შორის დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.
დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხების განხილვა, მათ შორის BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და “დიდი ოცეულის” საკითხები. მხარეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.