მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „აზოვი“ ტელეგრამზე ავრცელებს.
„დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა და ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი (რაც სისხლძარღვთა სისტემის გაუმართაობას იწვევს)“, – აღნიშნულია „აზოვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.