კვირა, ივნისი 1, 2025

რუსეთმა ევროპელი დიპლომატების გაძევება დაიწყო

ქვეყნებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი სარკისებრი ზომებით პასუხობს. რუსეთს დატოვებენ ოთხი პოლონელი, სამი ლიტველი, ერთი ლატვიელი, ორი იტალიელი, ერთი ფინელი დიპლომატები. ასევე რუსეთის ხელისუფლება აძევეს ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ორ თანამშრომელს და ესტონეთის სამხედრო ატაშეს. ინფორმაციას სააგენტო “რია” ავრცელებს.

უცხოელ დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად 7 აპრილამდე მისცეს ვადა.

ამას გარდა, მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ რუსეთში დიპლომატიური მისია შეამციროს და საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობას გაუთანაბროს.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. ელჩებს საპროტესტო ნოტები გადასცეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ს საკონსულოს ხურავს.

26-29 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.

აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ-13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხი, ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამი, ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორი, ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ – ერთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,საოცარი მსგავსება – წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის” – რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ...

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოები ვრცელდება და წერენ, რომ სპორტსმენი ფიზიკურად ძალიან ჰგავს წმინდა მამა გაბრიელ სალოსს.,,საოცარი მსგავსება - წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის''- წერს სოციალორ ქსელში  ელისაბედ ჩოხელი

“ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის” – რომის პაპი

რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება."ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.

უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია… – ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე

„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მო­ე­დან­ზე იყო ხვი­ჩას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გვი­ზი­ა­რებს.

ბოლო სიახლეები