რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ვენესუელიდან ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ცხადყოს სიტუაცია.
განცხადების თანახმად, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე აშშ-ის აგრესიის შედეგად იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

