პარასკევი, აპრილი 11, 2025

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი – აშშ-თან დიალოგის აღდგენა ეტაპობრივი პროცესია, თითოეული შეხვედრა და გულწრფელი საუბარი კი – წინსვლის შესაძლებლობა

უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის განცხადებით, რუსეთის პოზიციის რეალური გაგება კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა კირილ დმიტრიევმა „ტელეგრამში“ დაწერა.

კირილ დიმიტრიევი წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის დავალებით, 2-3 აპრილს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.

ამასთან, კირილ დმიტრიევი აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის გზაზე „მრავალრიცხოვანი ძალები დგანან, რომლებიც დაძაბულობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებული. ეს ძალები გამიზნულად ამახინჯებენ რუსეთის პოზიციებს, ცდილობენ, ჩაშალონ ნებისმიერი ნაბიჯი დიალოგისკენ, ამისათვის არ იშურებენ არც საშუალებებს და არც რესურსებს“.

მისი თქმით, აშშ-თან დიალოგის აღდგენა ეტაპობრივი პროცესია, თითოეული შეხვედრა და გულწრფელი საუბარი კი – წინსვლის შესაძლებლობა.

„როიტერმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირილ დმიტრიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და სხვა მაღალი რანგის პირებს შეხვდა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხები განიხილეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

„ეს ხალხი ამ ფორმით ჩვენს დემორალიზებას, დაბნევას, ორიენტირების აღრევას ცდილობს, სწორედ ეგ არის ჩვენი მტრის ამოცანა. ეს უზნეო, უტიფარი განცხადებაა. პირდაპირი პარალელია საბჭოთა ბოლშევიკების რიტორიკასა და ამათ შორის. მე ივანიშვილის რეჟიმს კომუნისტების რეჟიმს არ ვადარებ, მაგრამ პუტინის რუსეთის საქმეს ვინც აკეთებს, არიან ესენი - ვინც ასეთ უტიფრობას, ღირებულებებისა და ფასეულობების აღრევას გვთავაზობს და ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როინ შავაძის მეუღლე: მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული – ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო, მთელ ქუჩაზე...

ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, არავითარი კართან მოსვლით, რომ რომა  რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მე მგონია რომ რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე იხსენებს, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, ისეთი რამ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული. რაც შეეხება როინ შავაძის სახლში გადმოსვენების შემდეგ ვითარებას, ციცინო შავაძის თქმით, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ იმავე ბედის გაზიარება."არ ვიცი რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი , ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, რომ ხმა არ ამომეღო, მე ვკიოდი, არაფერი მახსოვს უკვე და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, მე უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს.უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ." - განაცხადა ციცინო შავაძემ.მან ისიც განაცხადა, რომ ერთხელ აღმოაჩინა, რომ მიცვალებულთან მარტო იყო დარჩენილი, რადგან ტელევიზია მოვიდა და ხალხმა შიშის გამო, ტერიტორია სწრაფადვე დატოვა."ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენ. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.ისე გამოდის, რომ . უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი, მახსოვს ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, რომ მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა.ჩვენ კიდევ, იძულებულები გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა." - განაცხადა ციცინო შავაძემ.„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა."გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა";"გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად".

დონალდ ტრამპი – ჩვენი მთავარი მიზანია ომის შეჩერება, ვცდილობთ ამას, ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ, იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების...

ჩვენი მთავარი მიზანია ომის შეჩერება, ვცდილობთ ამას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მანამდე ტრამპს კითხვა დაუსვეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, ჩინელი ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ იბრძვიან უკრაინაში, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა:„ჩვენ ამას გამოვიკვლევთ, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია ამ ომის შეჩერება. ისინი კვირაში 2 500-ზე მეტ ახალგაზრდას კარგავენ. ისინი რუსები და უკრაინელები არიან. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ადამიანები არიან. ჩვენ ვცდილობთ ამის შეჩერებას. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, რათა შეწყდეს ბრძოლა. ეს ისეთი უაზრობაა, საშინელი რამაა, რაც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მადლიერია, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა გათავისუფლდა.„მადლიერი ვარ ბალერინას გათავისუფლებისთვის. ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრეთ ამის შესახებ და მათ გარიგება დადეს. მათ გაათავისუფლეს ახალგაზრდა ბალერინა და ახლა ის თავისუფალია, რაც კარგია. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და აშშ-მა პატიმრები გაცვალეს. გაცვლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოხდა. რუსეთმა შეერთებულ შტატებს გადასცა ქსენია კარელინა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხების შეგროვებისთვის რუსეთში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის მხრივ, აშშ-მა რუსეთს გადასცა არტურ პეტროვი, რომელიც ექსპორტის შეზღუდვების დარღვევის საქმეზე დააკავეს.

ინფექციონისტის საგანგებო მიმართვა

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს და წერს, რომ გაზაფხულზე წითელას შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი."წითელა დაბრუნდა”, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში  დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას.შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით",-წერს მაია ბუწაშვილი.

„ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა“ – „თბილისი ენერჯი“

„თბილისი ენერჯი“, სოციალურ ქსელში, არასწორად დამონტაჟებული გაზგაყვანილობის სისტემის შესახებ წერს და მოსახლეობას მიმართავს, რომ დასახმარებლად მხოლოდ პროფესიონალებს მიმართონ.„თბილისში, „ყველაფრის მცოდნე“ ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, სისტემაში წყალი შეუშვა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა.ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს“, - წერს „თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები