რუსეთის ქალაქ შადრინსკში მდებარე საჯარო სკოლაში 13 წლის მოზარდმა პნევმატური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ინციდენტის შედეგად 7 მოსწავლე დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, იარაღი ბავშვის მამას ეკუთვნის. რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათ ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.