ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

რომის პაპმა, ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა

რომის პაპმა ლეო XIV-მ შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა.

წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო.

შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს.

სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.

კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.

„წმინდა პეტრეს ბაზილიკა ძალიან დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისად არა ყველა თქვენგანის მისაღებად. მე აღფრთოვანებული ვარ, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით ამ საღამოს აქ ყოფნის სურვილისთვის. ჩვენ გვსურს შობის ერთად აღნიშვნა. იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიბადა, სიმშვიდესა და ღვთის სიყვარულს გვაძლევს. საუკეთესო სურვილები ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა თქვენგანის ოჯახი“, – მიმართა რომის პაპმა მომლოცველებს.

ხვალ, 25 დეკემბერს ვატიკანის დროით დილის 10:00 საათზე რომის პაპი ლეო XIV დღის მესას აღავლენს, რომელიც სწორედ მან აღადგინა. შობის დღის წირვა ლეო XIV-ის წინამორბედებს – პაპ ფრანცისკეს და პაპ ბენედიქტ XIV-ს ის არასდროს აღუვლენიათ. ბოლოს ეს 1994 წლის 25 დეკემბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ გააკეთა.

შუადღისას, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა – დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი, არა

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი – არა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.ზახაროვას თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგით მოვიდა ხელისუფლებაში და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა გადარჩენა.„მის მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია. ზოგი ჩვენთვის გასაგებია, მისაღებიც კი. ზოგი არა და ეს ფაქტია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის გადასარჩენად მუშაობს – ამას აცხადებს. გადაარჩენს ისე, როგორც ესმის და იცის, მათ შორის ისე, როგორც მისი ამომრჩევლები აძლევენ მას უფლებამოსილებას. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ირაკლი ფავლენიშვილი – დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად თუ განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს

საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანდიდატის სტატუსი და გაფართოების პროცესში ვიყავით აღქმული პოტენციურ წევრად. ამიტომ, მოთხოვნები, კრიტერიუმები, მათგან მომდინარე განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამ კონტექსტში არის აღქმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, არსებობს ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა ამა თუ იმ გაერთიანების წევრი გახდეს.„აშშ-ს არანაირი პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობს და ამ შემთხვევაში ალბათ სხვა საქმეა. საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, კალასი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი არ იყო დასასანქცირებელი. არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რაც სანქცირების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. საქართველოსთან მიმართებაში ისიც ხედავს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრობა როცა გინდა, რაღაც წესებს ხომ ექვემდებარები. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან არ გაქვს. თუ შენ ამ დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, ამ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებარო მის წესებს. არის გარკვეული კრიტერიუმები, ვალდებულებები. თუ არ გინდა წევრობა, შეიძლება ნებისმიერი კავშირი გაწყვეტილი გქონდეს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდეს, არც თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ეს უნდა ივანიშვილს და არ უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივეს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ„ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

მარკო რუბიო – მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საშობაო მილოცვას ავრცელებს და 2025 წელს აჯამებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ წელს ბევრი მიღწევა აქვთ, თუმცა საუბარს სამშვიდობო შეთანხმებებით დაიწყებს, რომელთა შორისაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პაკისტანი და ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი, სომხეთი და აზერბაიჯანი.„რა თქმა უნდა, ღაზა, გრძელი ომი, რომელიც არავის ეგონა რომ დასრულდებოდა. პრეზიდენტი ჩაერთო და დაასრულა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გეგმით“, – ამბობს რუბიო.სახელმწიფო მდივანი ასევე საუბრობს ნატო-ს საკითხზეც. მისი თქმით დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რაც ვერავინ შეძლო ნატო-ს ისტორიაში, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას.„მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ დავხურეთ USAID-ი, მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობდა“, – თქვა რუბიომ.  

ბოლო სიახლეები