რომის პაპი ლეო აშშ-სა და ირანს მოუწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები განაგრძონ. მისივე თქმით, მხარეებმა საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა სცენ.
„მე მოვუწოდებდი სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ, რომ ყველა მხარემ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად, ომის საფრთხის მოსაშორებლად და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის. როგორც პასტორი, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ პასუხების მოსაძებნად, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილებისგან“, – განაცხადა პაპმა აფრიკული ტურნეს შემდეგ რომში დაბრუნებისას.

