კვირა, მარტი 22, 2026

რომელი სამოსლით დაიკრძალება პატრიარქი და რომლით მოხდება ახალი კათალიკოსის აღსაყდრება – დეკანოზის განმარტება

დეკანოზმა, მამა ვლადიმერ (ვახტანგაძემ) “რუსთავი 2-ის” ეთერში, იმ შესამოსლის შესახებ ისაუბრა, რომლითაც, ტრადიციისამებრ, მამამთავრები იკრძალებიან.

ასევე სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა იმ სამოსზეც, რომელიც ისტორიულია, პატრიარქიდან პატრიარქს გადაეცემა, და რომლითაც მომავალი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებაც მოხდება.

“მამამთავრები იკრძალებიან სრული შესამოსლით. ისინი არიან შემოსილნი ისე, როგორც ლიტურგიაზე, ეს არის – ომოფორი, რომელიც არის მწყემსმთავარის უმთავრესი ატრიბუტი, სამღვდელმთავრო კვერთხი და მიტრა, რომელიც თავსაბურავია ლიტურგიკული მსახურებისთვის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიტრა, ტრადიციულად, ორნაწილედია, ერთი არის სამღვდელმთავრო ნაწილი, მას აქვს ასევე გვირგვინის ნაწილიც, რომელიც თავის თავში აერთიანებს, როგორც სამღვდელმთავრო, ისე სამეფო ღირსებას. რა თქმა უნდა, ეს სამეფო ღირსება, ამ შემთხვევაში, გადატანითი მნიშვნელობით – ეს არ არის პირდაპირ გაგებით მონარქიისა. ანტიოქიური ეკლესიის ტრადიციული სკოლაც სწორედ ივერის ეკლესიის მწყემსმთავარიც გამორჩეული თავსაბურავით, რომელსაც მიტრა ჰქვია, არის შემოსილი და ისევე, როგორც ლიტურგიის დროს, სრული სამღვდელმთავრო ატრიბუტით ხდება კათოლიკოსების და ზოგადად ეპისკოპოსები დაკრძალვა.

გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქი შემოსილი არის ლიტურგიკული შესამოსლით, ამას ხაზი უნდა გავუსვათ. რაც შეეხება ყოველდღიურ ატრიბუტებს, ეს გახლავთ საპატრიარქო კუნკულ- ბარტყული ისტორიული, რომელიც რჩება და მომავალი პატრიარქის აღსაყდრებაც სწორედ ამ კუნკულ – ბარტყულით მოხდება. ისტორიული ჯვარ-პანაღია – ჯვარი და ყოვლად წმინდა ქალწული ღვთისმშობლის და ასვე მაცხოვრის გამოსახულებით პანაღია, რომელიც მამამთავართა გულ-მკერდს ამშვენებს, ალბათ ეს გინახავთ სხვა დროსაც. ჩვენ გვაქვს ისტორიული კუნკულ -ბარტყული რომლითაც საქართველოს ეკლესიის მწყემსთმთავრები იკურთხებიან და ასევე ჯვარ-პანაღია, კვერთხი.

ის შესამოსელი, რომელიც ისტორიულად ძველი კათალიკოსებიდან მომდინარეობს რჩება და კიდევე ერთხელ ვიტყვით, რომ ამ ნაწილით იკურთხება მომავალი მწყემსმთავარი ივერიის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიისა.

რაც შეეხება იმ შესამოსელს, რომლითაც განისვენებს კათალიკოსი, ეს არის ყოველდღიური ლიტურგიული შესამოსელი და მას ისტორიული მნიშვნელობა არ გააჩნია, ეს არ არის ისტორიული ნაწილი. ხოლო ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გახლავთ თაობიდან თაობას, კათალიკოსიდან კათალიკოს რომ გადაეცემა და მისი ინტრონიზაცია და კურთხევა ხდება ამ შესამოსელში, რომელიც, თუ არ ვცდები, ახლა სამების საპატრიარქო ტაძარში, ხატთან უნდა იყოს დასვენებული”, – გააცხადა დეკანოზმა, ვლადიმერ (ვახტანგაძემ)

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები