სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

რომან გოცირიძე – სესხის აღება გაუძნელდებათ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ეროვნულ ბანკს ავიწყდება, ხელფასებმა რომ მოიმატა, მოიმატა ფასებმაც – ოფიციალური სტატისტიკითაც კი ფასები გაორმაგდა, მაგრამ ეს სტატისტიკა რომ იტყუება, კარგად ვიცით

„ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, მცირე შემოსავლიანი ადამიანი აიღებს მცირე რაოდენობის სესხს. ეს ნორმა მოქმედებდა დღემდე და ეს უფრო მძიმდება. ეს ერთი მხრივ უნდა გავიგოთ ასე, რომ ხალხი ბრიყვია, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ არ აიღოს ზედმეტი სესხი, ან ისეთი სესხი, რომლის დაფარვაც მას არ შეუძლია და ეროვნული ბანკი არის ჭკუის დამრიგებელი, მაგრამ არა მხოლოდ ჭკუის დამრიგებელი, არამედ ამკრძალავი. ის ეუბნება, რომ შენ არ გაქვს იმდენი გონებრივი შესაძლებლობა, რომ საკუთარი რისკები დათვალო და ჰუმანურობის პრინციპებით ვმოქმედებ, ვინაიდან ამდენ სესხს რომ აიღებ და ნახევარს სესხის დაფარვაში გადაიხდი, შენი ხელფასისას, მეორე ნახევარი არ ეყოფა შენს შვილებს და შენს ოჯახს. დაახლოებით ასეთი ფინანსურ-ჰუმანური ახსნა აქვს. ეს თავისუფალი არჩევანის და რისკების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას უკარგავს ადამიანს.

მეორე მხრივ თუ მივუდგებით იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანი არა თუ ვერ ზომავს თავისი საკრედიტო რისკის წონას, არამედ კომპიუტერში დახატულ ადამიანს, ჰენრი ჯონსი რომ ჰქვია, იმასაც კი ენდობა, ფინანსურ პირამიდას, რომელიც ახლა გაკოტრდა და ბევრს ეს ჰენრი ჯონსი ჰგონია ნამდვილი ადამიანი და ეუბნებიან, ჭკუით გატენილო ბატონო ჰენრი, როდის ჩამოხვალ საქართველოში ხაჭაპურსა და თხილის კრეფაზე უნდა დაგპატიჟოთო. შედეგად, ათეულობით მილიონობით ფული დაკარგა ჩვენმა მოქალაქეებმა. ასე რომ, სადავო საკითხია, რა ზომის რეგულაციებს უნდა მიმართავდეს ზოგადად სახელმწიფო და ეს არ ეხება მხოლოდ კრედიტების საკითხს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, მას გაუმართლებლად მიიჩნია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი ხელფასებით გამართლება, რადგან მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ის გამორჩა, რომ შემოსავლების ზრდასთან ერთად ფასები, სულ მცირე, გაორმაგდა.

„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ხელფასების რაოდენობამ მოიმატა და ამ შემთხვევაში ოჯახებისთვის ამ კოეფიციენტის ამ ზომით შეზღუდვა იმდენად მძიმე არ იქნება, მაგრამ ხელფასებმა რომ მოიმატა, ეროვნულ ბანკს ავიწყდება, რომ ასევე მოიმატა ფასებმა. შემოსავლების მატება არ ნიშნავს კეთილდღეობის მატებას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ოფიციალური სტატისტიკით ფასები გაორმაგდა, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა რომ იტყუება, ეს ძალიან კარგად ვიცით, ვინაიდან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება სტატისტიკის თითქმის ყველა მაჩვენებელი, მათ შორის, მოსახლეობის აღწერაც კი. მაგალითად, ძალიან ხელოვნურად არის შემცირებული უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გულის წყრომა არ გამოიწვიოს. ამიტომ, გაზრდილი შემოსავლების არგუმენტად მოყვანა არ არის სწორი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველი ნორმა რაც იყო, მისი დატოვება იქნებოდა უკეთესი. 1500- ლარიან შემოსავალზე 25%-იანი კოეფიციენტი არის დღეისათვის იმ ზომის რეგულირება, რომელზე მეტადაც ეროვნული ბანკი არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად გადაწყვეტილებებში, გაზრდილი შემოსავლის არგუმენტის პირობებშიც კი.

ბანკებზე ეს აისახება იმ კუთხით, რომ კლიენტურა შეუმცირდება, მაგრამ ბანკებთან დაკავშირებით ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ბანკებს შემოსავლების სხვა რესურსები აქვს და ამ რაოდენობის სესხებზე მაინც და მაინც დიდად არ არიან დამოკიდებულები. უფრო მეტად ადამიანებს ეზღუდებათ თუნდაც კრიტიკულ სიტუაციაში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ან განათლებისთვის იმ რაოდენობის სესხის აღება, რომელიც ამ საჭიროებიდან გამომდინარე უღირს, რომ გარისკოს. ზედმეტად ჩარევა ადამიანის მოქმედებაში არ არის საჭირო. საჭიროა განათლება და ეს არ უნდა მოხდეს ერთი განცხადებით. ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკი იქნება, მთავრობა იქნება, არასამთავრობო იქნება თუ პოლიტიკური პარტიები, მათი მხრიდან საზოგადოების პერმანენტული გათვითცნობიერება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.

კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.

ეროვნული ბანკი ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის და ამბობს, რომ არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.„ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია – ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი

ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები