“საქართველოს ბანკმა” იყიდა რუსი-სომეხი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის ბანკი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია აზერბაიჯანის მიერ, რომელიც ასევე ბოლო ხანებში იყო მთიანი ყარაბახის სახელმწიფო მინისტრი. – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“საქართველოს ბანკმა” იყიდა რუსი-სომეხი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის ბანკი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია აზერბაიჯანის მიერ, რომელიც ასევე ბოლო ხანებში იყო მთიანი ყარაბახის სახელმწიფო მინისტრი. ოთხი წლის წინ პუტინმა თხოვნით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვარდანიანის განთავისუფლების შესახებ. ფაქტია, “საქართველოს ბანკის” გადაწყვეტილება ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ საკითხს სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, რადგან საქართველოს ბანკმა სომხური ბანკის შესყიდვაში 303 მილიონი დოლარი გადაიხადა და ამ ბანკის რუსული კავშირებიც არავისთვისაა საიდუმლო.